ვასო ურუშაძე თაღლითობის საქმეზე დაკავებულებზე – სინამდვილეში ეს კლანებს შორის დაპირისპირებაა და კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან – თუ გვსურს, მართლა დავამარცხოთ კორუფცია, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება

სინამდვილეში ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. მდინარაძის და კობახიძის კლანი დაპირისპირებულია მის წინამორბედთან – გომელაურთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირის დაკავების შესახებ სუს-ის ინფორმაციას.
მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციის ნამდვილად დასამარცხებლად დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.
„სინამდვილეში ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ელიტურ კორუფციაზე. ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა მინისტრობის მმართველობის დროს იყო დაკავშირებული კორუფციულ ინტერესებთან, ეს იყო სამტრედია-გრიგოლეთის გზა, ხულო-ზარზმის გზა და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ადასტურებდა მაღალჩინოსნების, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კავშირს. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა, ეს არის მდინარაძის, კობახიძის კლანი, რომელიც დაპირისპირებულია მის წინამორბედთან – გომელაურთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და მიმდინარეობს ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მართლა გვსურს, რომ მართლა დავამარცხოთ კორუფცია ქვეყანაში, აუცილებელია დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება, სასამართლო რეფორმა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, დამოუკიდებელი პროკურატურის არსებობა ქვეყანაში, რომ მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან დღეს კორუფციაში, მათ წინააღმდეგ მუშაობდეს სახელმწიფო სტრუქტურები და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც კლანურ დაპირისპირებაში არიან ივანიშვილის ვერტიკალთან, აღარ იკავებენ თანამდებობებს და ახლა მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა. ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, მსგავსი რამ სხვადასხვა ავტორიტარულ ქვეყნებშიც გვინახავს, მაგალითად რუსეთში, როცა პუტინის მოწინააღმდეგეები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე, ისინი ვერ თანხმდებიან რიგ საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმით ახდენს ავტორიტარული რეჟიმის მეთაური პუტინი მათ განეიტრალებას და განადგურებას, ამიტომ დაახლოებით მსგავსი სცენარი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რომ კორუფციული საფუძვლებით ხდება დევნა ყოფილი თანამდებობის პირების, რომლებიც სავარაუდოდ არიან ღრმა დაპირისპირებაში მოქმედ ვერტიკალთან ივანიშვილის.” – განაცხადა ვასო ურუშაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე