ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის განცხადება: დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის განცხადება:
დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ❗️
ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია❗️
თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ❗️
ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ❗️
ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით❗️
ძვირფასო მაყურებელო!
დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის .
თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე:
30 ნოემბრერი “მეფე ლირი”
1,2 დეკემბერი “შეყრა”
3,4 დეკემბერი “გაყრა”
5,6 დეკემბერი “მე გადმოვცურავ ზღვას” –
შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას
სიყვარულით და პატივისცემით
,,ახალი თეატრი”

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს