: მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ…

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, მ უარი თქვა შეერთებოდა ამავე საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას.
🟥„მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან. მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით… მე, რა საკვირველია, ამის მიმართ სოლიდარული ვერ ვიქნები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
🟥საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს იმ დროს დააკავა, როცა ის დაკავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდა.
🟥ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წევრებმა, ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ სხდომაზე წარადგინეს და სხვა წევრებსაც შესთავაზეს, რომ შეერთებოდნენ. თუმცა სხდომის მიმდინარეობისას ვასილ მაღლაფერიძემ და სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, გია იაკობაშვილმა უარი თქვეს დაკავებული ლიკა ბასილაიასადმი სოლიდარობის გამოცხადებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა