ვასილ მაღლაფერიძე: ასეთი იყო ბოლშევიზმი

პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად! – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, , სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “გამჭვირვალობის კანონი” სანქციების დაწესებასთან არაფერ შუაშია. როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, სწორედ ასეთი იყო ბოლშევიზმი, ხოლო მათ, ვისაც -ის ეს გადაწყვეტილება გაუხარდა, ურჩევს, რომ გასული საუკუნის 30-იანი წლების პრესას გაეცნონ.

“კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!

პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!

საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.

ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი – მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!

ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.