ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა – თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, კითხვები დაგვესვა

ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა [სამეურვეო საბჭოს] სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა – თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კრიტიკული კითხვები დაგვესვა, – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას პირდაპირი ეთერით შეეძლო ენახა, „რა სამარცხვინო ხრიკებით მოქმედებს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის შემადგენლობა“.
„დღეს მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარედ და ჩვენ, თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია, ფაქტები, კონკრეტულად მაუწყებლის მუშაობასთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაცია მოახდინა საბჭოს
8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები,“ – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას