ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას – ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა

სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი – თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა, – ამის შესახებ „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას.
“გუშინდელი განცხადება სიტყვა-სიტყვით, რაც იყო შეგიძლიათ გადაახვიოთ. სიტყვა-სიტყვით ვიზიარებ იმას, რაც გუშინ ვთქვი. თუ შეიძლება ამ სიტყვების ინტერპრეტაცია ნუ მოხდება. ჩემთვის არასდროს არავის უკადრებია და უცდია, დაწერილი ტექსტი შემოეტანა. შესაბამისად, ჩემი გუშინდელი განცხადება რაც იყო, ეხებოდა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკას. მივიჩნევ რომ იგი ვერ პასუხობს საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნას. დავასახელე ისიც, თუ რა განაპირობებს ამას. ვიზიარებ გუშინდელ განცხადებას და თუ შეიძლება ნუ მისცემთ სხვა ინტერპრეტაციას“, – განაცხად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობას და ტელევიზიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის გამო, გადაკეტილია კოსტავას ქუჩა.
შეგახსენებთ გუშინ, 30 ნოემბერს, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია „ის თუ რატომ არ პასუხობს სარედაქციო პოლიტიკა იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია, ამის ახსნაც ბევრია. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა, პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის “, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.