უნგრელი ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრი კობახიძეს ის ესაუბრა და ამბობს, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი. ვარჰეის განცხადება ევროკომისა ავრცელებს.
“როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური მიმოცვლისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში დიდ ძალისხმევას ვდებ, რათა გადავაფიქრებინო ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რამაც შეიძლება შეარყიოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ.
ქართულ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი პროევროკავშირული განწყობის კარგად გააზრებით, სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ მივიჩნიე, პრემიერმინისტრის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო არაკონტროლირებადი სიტუაცია გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით მაგალითად იქნა მოყვანილი სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენები და მითითებულ იქნა, რა შეიძლება გამოიწვიოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ ევროპაშიც კი”, – აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.
მასალა ახლდება