ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განმარტების მიუხედავად, დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ მუქარის “არნახული ხარისხია”. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
“წარმოუდგენელი რამ ხდება. მუქარის ჯერ არნახული ხარისხი”, – წერს დეპუტატი.
აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
“ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი იყო არამხოლოდ მთლიანად ამოგლეჯილი კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის ისე წარდგენილი, რომ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია”, – აღნიშნულია ევროკომისრის განცხადებაში.