ვარშავის შოპენის აეროპორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონს რეკორდული რაოდენობის მიმართულებებით იწყებს

ვარშავის შოპენის აეროპორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონს რეკორდული რაოდენობის მიმართულებებით იწყებს
ვარშავის შოპენის აეროპორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონს რეკორდული რაოდენობის – 132 მიმართულებებით იწყებს – ეს არის როგორც სრულიად ახალი, ისე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული მარშრუტები.
ზაფხულში შესაძლებელი იქნება ფრენა არა მარტო პოპულარულ ევროპულ ქალაქებში, არამედ დიდ დისტანციებზეც.
მაგალითად, პოლონურმა ავიაკომპანიამ LOT-მა გამოაცხადა, რომ ზაფხულის სეზონზე გააფართოებს მარშრუტების ქსელს. მიმართულებები, რომლებიც გამოჩნდება:
რეიკიავიკი (ისლანდია) – 12 აპრილიდან კვირაში 4-ჯერ;
ვალეტა (მალტა) – 16 აპრილიდან კვირაში 4-ჯერ;
სალონიკი (საბერძნეთი) – 17 ივნისიდან, ყოველდღიურად.