ვარშავაში ხანძარმა უდიდესი სავაჭრო ცენტრი გაანადგურა

გუშინ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარშავაში, ბიალოლეკას რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის თითქმის 100% დაიწვა, სავაჭრო ცენტრში მდებარე 1400 მაღაზია და მომსახურების პუნქტი სრულად დაიწვა. – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, გამოცემის ცნობით ვარშავის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს Mirbud-ი ფლობდა, მათივე ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხელისუფლებამ ვარშავის მოსახლეობას ხანძრის შესახებ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და შინ დარჩენისკენ და სახლების ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, მის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი დასჭირდება. იქამდე კი, ჰაერში შავი კვამლის მასა რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება.