ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Peopl.Pr” ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა.
დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.