ვარშავაში, ავტოსადგურ Warszawa Zachodnia–ს დანგრევას უპირებენ

კომპანია PKS Polonus–ი, რომელიც ავტოსადგურ Warszawa Zachodnia–ს ფლობს, გეგმავს მოძველებული შენობის დანგრევას და მის ადგილზე თანამედროვე კომპლექსის აშენებას მოსახერხებელი პლატფორმებით და სასტუმროთი.
რკინიგზის სადგური Warszawa Zachodnia, ხუთწლიანი რემონტისა და 2.5 მილიარდ ზლოტზე მეტი ინვესტიციის შემდეგ გახსნისთვის ემზადება, ხოლო სადგურის ავტობუსების მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაში რჩება.
1979 წელს გახსნილმა ავტოსადგურმა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან დიდი ხანია არასასურველი მეტსახელები მიიღო – „ვარშავის მთავარი სირცხვილი“ და „პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის მუზეუმი“.
მგზავრები მიიჩნევენ, რომ სადგურს განახლება სჭირდება.
ვრცლად 34travel.me – ზე