“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქელები ფეხბურთელების მოსაზიდად დიდი თანხის დახარჯვას არ გეგმავენ.
“ვარსკვლავები არ გვჭირდება. “პარი სენ ჟერმენი” თავადაა ვარსკვლავური.
ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის გერბის გამო თამაშობენ და მზად არიან, გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ”, – განაცხადა ხელაიფიმ.
მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით
ალ ხელაიფი: არ მოგწონთ ჩემპიონთა ლიგა? ნუ ითამაშებთ