ვარლამ წიკლაური: დაახლოებით 300 ათასამდე ლარი არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სკოლებისათვის, რომლებსაც არ აქვთ გათბობა და რომლებიც იყენებენ ღუმელებს

ახალციხის მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები შეშის ღუმელებით თბებიან.
ამის შესახებ ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა რეგიონულ მედია TOK2Region-ს განუცხადა და აღნიშნულ სკოლებს, ამ ზამთრისთვის, შეშით მომარაგებას დაჰპირდა.
,,დაახლოებით 300 ათასამდე ლარი არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ სკოლებისათვის, რომლებსაც არ აქვთ გათბობა და რომლებიც იყენებენ ღუმელებს და მათ ექნებათ შსაძლებლობა, რომ შეშით უზრუნველყონ საკუთარი სკოლები”, – ამბობს წიკლაური.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს