თბილისში, ვარკეთილის გაზსადენზე ავარია მოხდა, იუწყება კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის განცხადებით, ავარიის გამო გაზმომარაგება შეუწყდა 10 000 აბონენტს.
„შემთხვევის ადგილზე თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა ხვალ – 21 აგვისტოს 09:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 20:00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.