ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 15 მლნ ლარზე მეტი დაჯდება – მთავრობა დამატებით დაფინანსებას ამტკიცებს

ვარკეთილის მეტროსადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც წლების წინ დაიწყო, კვლავ ჭიანურდება და საბიუჯეტო ხარჯი საგრძნობლად იზრდება. სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო გახდა დამატებით 1.8 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც ირაკლი კობახიძემ გამარტივებული შესყიდვის წესით უკვე დაამტკიცა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, თავდაპირველად გათვლილი ბიუჯეტი არ აღმოჩნდა საკმარისი – ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის დასასრულებლად დამატებითი თანხა მოითხოვა.
საერთო ჯამში, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უკვე აჭარბებს 15 მილიონ ლარს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო