საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ვარკეთილისა და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე რჩებიან სახანძრო ჯგუფები, რომლებიც ცალკეულ კერებს ამუშავებენ.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა.
