23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეკრებას აპირებს. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეკრებისთვის ფართის იჯარით ასაღებად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა უარი უთხრეს, რაც კირკიტაძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაა.
„ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ არაერთ დაწესებულებას, მაგალითად, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის მმართველ კომპანიას და, სამწუხაროდ, უარი გვითხრეს. მაშინ, როდესაც „ალტ ინფოს“, აშკარად გამოხატულ რუსულ ძალებს არ აქვთ არავითარი შეფერხება, საკუთარი შეკრებები ჩაატარონ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითად თელავის თეატრში. ჩვენ კი, პროდასავლურ ძალებს, წინააღმდეგობას გვიწევენ, რომ მოვაწყოთ შეკრება და ღირსეულად აღვნიშნოთ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.