ვარანმა შესაძლოა, კარიერა იტალიაში განაგრძოს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით დიდია ალბათობა, რომ 31 წლის ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა კარიერა იტალიაში განაგრძოს.
გამოცდილი უკანახაზელის დამატებით სერია A-ს ახალწვეული “კომო” და მისი მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი პირადადაა დაინტერესებული.
ვარანი უკვე იტალიაში იმყოფება და “კომოსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი დამატების ინტერესს “რომაც” იჩენს.
ინფორმაციისთვის, ამ ზაფხულს ფრანგს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში