ვაჟა სირაძე – დღესაც ზუსტად იმ რაოდენობის პოლიციელები ვართ, რამდენიც ამ დღეებში, გუშინ, გუშინ წინ ვიყავით, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვისი აქცია იქნება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე“ იმდენივე პოლიციელი იყო, რამდენიც დღეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზეა მობილიზებული.
როგორც მან „ტვ პირველთან“ განაცხადა, პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ორგანიზებული აქციაა, რადგან ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
„პარლამენტი დაკეტილი ხომ არ არის, სხდომა მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმია. სტანდარტულად, პოლიციელები ყველა აქციაზე ვართ ხოლმე. ზუსტად იმ რაოდენობის პოლიციელები ვართ, რამდენიც ამ დღეებში, გუშინ, გუშინ წინ ვიყავით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისი აქცია იქნება, მოვალეობას ვასრულებთ. გუშინაც ზუსტად იმავე რაოდენობის თანამშრომელი იყო. რატომ ყოფთ ერთ და მეორე აქციას ერთმანეთისგან. მათ შორის, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩვენთან და გარკვეულ საკითხებზე დახმარება გვთხოვეს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე