ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალშივე დამარცხდა

28 ივლისს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) ასპარეზობდა.
ჩვენებური ტურნირზე მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.