ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [VIDEO]

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე ოთხი ძიუდოისტი წარდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ვიხილავთ, გამოცდილი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მატეო პირასს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ტურნირზე გამომსვლელ სამ ქართველს, ვაჟა ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშნენ.
ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.