ვაჟა მანია „ნაცმოძრაობის რეჟიმზე“: რიყის ტერიტორიით მთავრობა იყო დაინტერესებული, უარის მიღების შემდეგ ჯონი მაჭარაშვილი იბარებს ბიზნესმენ, გელა ნიორაძეს, ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება მეუღლის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო

ვაჟა მანია „ნაცმოძრაობის რეჟიმზე“: რიყის ტერიტორიით მთავრობა იყო დაინტერესებული, უარის მიღების შემდეგ ჯონი მაჭარაშვილი იბარებს ბიზნესმენ, გელა ნიორაძეს, ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება მეუღლის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვაჟა მანიას უსმენენ, რომელიც 2000 წლიდან გელა ნიორაძისა და ნათია ჯიმშელეიშვილის კომპანიების იურიდიულ ინტერესს იცავს. გელა ნიორაძესა და ნათია ჯიმშელეიშვილს სხვა მეწილეებთან ერთად ჰქონდათ შპს „ნატვრის ხე“, რიყის ტერიტორიაზე სამსართულიანი რესტორანი, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ მთავრობა დაინტერესდა. ვაჟა მანიას განცხადებით, რამდენიმე მცდელობის შემდეგ საქმეში ჩაერთო პროკურატურის თანამშრომელი ჯონი მაჭარაშვილი, რომელმაც გელა ნიორაძეს განუცხადა, რომ თუ რიყის ქონებას 5 დღეში არ დაცლიდნენ მის მეუღლეს დაიჭერდნენ რიყის აღნიშნული ქონება საქმის მოგვარებას აღარ ეყოფოდა.
„2006 წლის ოქტომბრის თვეში გვირეკავს ვინმე ზვიადი, რომელიც გვეცნობა, რომ ის არის ქალაქ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, გვიბარებს მიცკევიჩის ქუჩის ბოლოში, კუთხეში მდებარე შენობაში, იქ ისხდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და განგვიცხადა, რომ რიყის ტერიტორია 5 დღეში უნდა დაცალოთ, რომ ამით დაინტერესებულია მთავრობა და ეს არის ნგრევის ზონაში მოქცეულიო, რაზეც ჩვენ მყისიერი უარი განვუცხადეთ, რადგან კომპანიაში ყველაფერი იყო კანონიერად, მიწაც იყო სახელმწიფოსი, უზუფრუქტით, მაგრამ ესეც ყველა კანონის დაცვით იყო წარმოებული. ვუთხარით უარი, ამ უარის შემდეგ როგორც ჰქონდათ აპრობირებული ერთვებიან საქმეში პროკურატურის თანამშრომლები.
ვინმე ჯონდო, ჯონი მაჭარაშვილი იბარებს გელა ნიორაძეს ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება ნათია ჯიმშელეიშვილის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაჭარაშვილი მოდის მათ კუთვნილ სახლში, ვაკეში და იქ აგრძელებს ამ მუქარას, რომ თქვენს მეუღლეს საბაბი რისთვის უნდა დაიჭიროს არ არსებობს. საქმე იმდენად რეალური იყო, ცოტა ადრე მათ ჰყავდათ ბიზნესმენი ქალი დაკავებული აბსურდული ბრალდებით ქვეყნის ფული ჩაატანინეს და მერე გამოუშვეს. ჩვენ აღვიქვით, რომ ეს რეალური იყო“,-განაცხადა ვაჟა მანიამ.
Previous: სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში – წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულებების გამპრავებელი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში