ვაჟა დარჩია – სავარაუდოდ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე

სავარაუდოდ, ს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამით „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, არჩილ ჩიქოვანი „მოაშორა გავლენებს ბათუმსა და აჭარაში“.
„თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ ცხადი იყო, რომ იგივე გზას გაუდგებოდა არჩილ ჩიქოვანი, ის რიჟვაძის კლანის წევრი იყო.
მოგეხსენებათ, რომ თორნიკე რიჟვაძე არის მეჯვარე და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, მისი მერობისა სწორედ ეს გახლდათ.
ვხედავთ, რომ შეჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა ნებართვები, ეს იმის ბრალია, რომ ბატონი თამაზაშვილი ჩიქოვანს არ ენდობოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა წინა ს დროსაც გამოიყენა. სავარაუდოდ, მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდება ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამით „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საარჩევნო კამპანია, მან ფაქტობრივად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზაობა დაიწყო. სულ მალე წარუდგენს მომავალი მერის კანდიდატს“, – აცხადებს ვაჟა დარჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს