ვაჟა ბერიძე – გამოქვაბულისკენ გზა აღარ არსებობს, ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ უნდა დაიკარგოს – საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, გასულ კვირას „ევროკომისიის ანგარიში“ იყო ყველაზე აქტუალურად განხილვადი თემა.„ევროკომისიის ანგარიში“ რომ საქართველოზე საკმაოზე მეტად კრიტიკული იყო, ფაქტია. ეს რომ ასეა, ევროკომისრის მარტა კოსის ეს განცხადებაც მოწმობს. – “ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ არ მიგყავთ, არამედ – აშორებთ მას”.
ისიც ფაქტია, რომ როგორც არასდროს, არცერთ ანგარიშში, არავის მიმართ არ გაკეთებულა გახლავთ ეს მოსაზრება – „ევროკომისიის აზრით საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა შემორჩაო.“
სამწუხაროა, მაგრამ „გაფართოების ანგარიშში“ ეგეც რომ წერია, ფაქტია – „ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულია.“
ანგარიში შეეხებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 11 ქვეყანას. თუ ს არ ჩავთვლით, მათგან 10 ქვეყანა არაა ჩართული -რუსთის ომში. მათ უმრავლესობაში კანონმდებლობით გარკვეულია რომ ოჯახი გახლავთ კაცისა და ქალის ერთობა. არც ერთ ამ ქვეყნებში არაა დაშვებული ერთსქესიანთა ქორწილება.
ეს მონაცემები იმის გამო გავიხსენე რომ მმართველი გუნდი ამტკიცებდა – „ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ და ამიტომ გვჩაგრავენ“, „ჩვენგან ერთსქესიანთა ქორწილებას მოითხოვენო“.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ევროკომისიის ანგარიშში“ საქართველოს შესახებ გაკეთებულ შეფასებებს?
– რეალობა, რთულია და არაპროგნოზირებადი. ევროკომისიის ანგარიში სარკისებური ანარეკლია გლობალური, რეგიონული და ეროვნული პრობლემების. ის, რა თქმა უნდა, ტენდენციურია და აქცენტები სინამდვილის ერთობ თავისუფალ ინტერპრეტაციებს ეფუძნება.
ვეცდები, თქვენს კითხვას პირდაპირი პასუხი გავცე, რაც რთული იქნება, რადგან ცალსახა შეფასება არც ანგარიშის და არც მოცემულობის, შესაძლებელი არ არის. იმიტომ, რომ გარემომცველი სინამდვილე უკიდურესად წინააღმდეგობრივია.
ერთის მხრივ, ვაგრძელებთ ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, რაც ევროატლანტიკურ სივრცესთან მიერთების კონსტიტუციური გზით არის დაფიქსირებული და დღემდე უცვლელია. მეორე მხრივ კი, უკვე ისმის სახელისუფლო წრეებიდან და მასთან დაახლოებული პირებისგან, კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ამოღების მოთხოვნა. ვითარება, როგორც ერთი ბრძენკაცი ამბობს, უფრო კოშმარულია, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ვითარება, როგორც ერთი ბრძენკაცი ამბობს, უფრო კოშმარულია, ვიდრე ჩვენ გვგონია
ევროკავშირის ანგარიში ანგარიშად, მაგრამ წინა პლანზე ეგზისტენციური საკითხი მოდის, – საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი. მაღალი რანგის ინტელექტუალი და ფილოსოფოსი, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან დაახლოებული პიროვნება, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ყველა, ვინც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება, მათ შორის, ახალგაზრდები, და ქვეყანაში არსებული სინამდვილე არ მოსწონს, ქვეყნიდან უნდა წავიდეს.
მას სახელისუფლო ბანაკიდან სხვა ავტორიტეტული ადამიანებიც უკრავენ კვერს. არც მოწინააღმდეგე ბანაკიდან დააყოვნა პასუხმა, არაპირდაპირმა, მაგრამ ასევე საარსებო მნიშვნელობის შეძახილით. – კლინიკაში მყოფი ბრძანებს, რომ არსებობს ორი საქართველო და ამ ორი საქართველოს ერთ ქვეყანაში ყოფნა, უკვე შეუძლებელია, ერთ-ერთი მხარე უნდა დარჩესო.
აბა?!
ამ დროს, ჩვენი ობივატელური ცნობიერება არაბულ ინვესტიციაზე ვაი-ვიშს და მეასეხარისხოვან თემებზე ქოთქოთს შეუპყრია. ეგზისტენციალურთან მიახლოებულს, არავინ სვამს კითხვებს. ვთქვათ და, მაგალითად, რამდენი მუშა-ხელი დასჭირდება ორი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას, არაბული ინვესტიციების ფარგლებში. მუშა-ხელი ადგილობრივი იქნება, თუ ინვესტორი შემოიყვანს? რამდენს და რა პირობით? რა აშენდება და ვისი იქნება? თორემ, დიდ პროექტს კომერციული საიდუმლო რომ ახლავს და ის რომ არ უნდა გასაჯაროვდეს, თუნდაც მისი გარკვეული ნაწილი, ეს ისედაც ცხადია.
ისიც ნათელია, რომ ადრე თუ გვიან, სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რაც სახეზეა, შეიძლება ეკონომიკის ბუმი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ რეგიონში ომის ხანძარი არ აგიზგიზდა. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მუშა-ხელი, კადრები, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველჰყოფს და გაიხსნება, გარკვეული პირობით, საზღვრები მიგრანტებისთვის.
ეს პროცესი როგორ უნდა დარეგულირდეს ისე, რომ რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ინტერესები არ შეილახოს.
ამ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად, მთელი ქვეყანა, რამდენი ხანია, რევოლუციას და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ ელის. სადღეისოდ, ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ რევოლუციური სცენარი ჩავარდა და მას მოჰყვა ევროსტრუქტურების მიერ ჩვენი ქვეყნის შერისხვა, აქ, ჩვენთან, დაპატიმრებები და საკმაოდ საინტერესო, თუმცა არაპროგნოზირებადი სიტუაცია. გარედან ალბათ საკმაოდ თვალსასეირო, შიგნით ჩუმი მდუმარება, ჩუმი და შემაძრწუნებელი.
მავანნი, და ეს საკმაო რაოდენობაა ქართული საზოგადოების, გამოსავალს ქვეყნის შემოზღუდვაში ხედავენ. ეს არარეალურია, მაგრამ ამ ბოლო დროს მომძლავრებული ულტრამემარჯვენეების ბანაკი ცალსახად ასე ფიქრობს. აგერ ევროკომისიაც შეგვემატა, – თუ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან არ გაუშვებთ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულიაო, გვითხრეს.
ახლა თქვენ განსაჯეთ რაა ეს – რჩევა, მუდარა, მუქარა, დამუნათება, თუ ჯერ კიდევ არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნის მიმართ დიქტატის გამოვლინება?.. წინა პლანზე მოდის იზილაციონიზმის ხიბლი, ნეიტრალიტეტის ფანტასმაგორია, ჩინეთის დიდი კედლისკენ გაწევის გაუნელებელი სურვილი და რეალურად კი, ქვეყნის ბუნდოვანი პერსპექტივა.
ყველას გასაგონად ვიტყვი და გთხოვთ, მომიტევოთ. ეს ხელისუფლებასაც ეხება, მრავალგვარ ოპოზიციასაც, არენაზე ახალგამოსულ ულტრამემარჯვენეებსაც იზოლაციონისტებსაც და ნეოკონსერვატორებსაც – გამოქვაბულისკენ გზა აღარ არსებობს. ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ უნდა დაიკარგოს. საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე.
ყველამ, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ ქვეყანას განაგებდეს, პიროვნულადაც და პოლიტიკურ გუნდთან ერთადაც, ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. სხვა შემთვევაში, ჩვენ დავკარგავთ ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
და ახლა მოვწყდეთ მეწინავეებს? ევროპას, ამერიკას, ჩინეთს და ინდოეთს? არ გამოვა ეს, მეგობრებო. არც ის გამოვა, რომ რუსებს კიდევ ერთი 100 წელი არ დაველაპარაკოთ.
და კიდევ – საქართველო იყო ძლიერი მაშინ, როცა ის იმდროინდელი ცივილიზაციის და აზროვნების არდთან იყო. მაშინაც კი, როცა მტრული ძალებით გარშემორტყმული ყოველდღიურად ომობდა და ამგვარად ის დიდი ევროპული რენესანსიც კი, როგორც პავლე ინგორყვა მიიჩნევდა, აქ, ჩვენთან საქართველოში დაიწყო. აქ იყო ქალი-ხელმწიფე, აქ იყო თამარის მიერ სიკვდილის დასჯის შეჩერება, აქ იყო რუსთველი. აქ განვითარდა არქიტექტურა, ფილოსოფია, თარგმანები, განათლება – აქ მიაღწია პიკს შინაგანმა განვითარებამ და ფაქტობრივად ერთიანი კულტურული აფეთქება მოხდა. აქ საუბრობდნენ არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი გონებაზე, თავისუფალ ნებაზე იმავე ტონით, როგორც ევროპელი ჰუმანისტები – უბრალოდ, უფრო ადრე.
და ახლა მოვწყდეთ მეწინავეებს? ევროპას, ამერიკას, ჩინეთს და ინდოეთს? არ გამოვა ეს, მეგობრებო. არც ის გამოვა, რომ რუსებს კიდევ ერთი 100 წელი არ დაველაპარაკოთ.
ასეთი რთულია ვითარება. ევროკომისიის ანგარიში, მიუხედავად მისი ტენდენციურობისა და კონტექსტისა, საყურადღებო დოკუმენტია. მას საპირწონედ არა მუშტების მოღერება, არამედ არგუმენტირებული პასუხები უნდა აქაც, თბილისში და ევროპაშიც.
ევროკომისიის ანგარიში, მიუხედავად მისი ტენდენციურობისა და კონტექსტისა, საყურადღებო დოკუმენტია. მას საპირწონედ არა მუშტების მოღერება, არამედ არგუმენტირებული პასუხები უნდა აქაც, თბილისში და ევროპაშიც
– ევროკომისიის ანგარიშზე მმართველი გუნდის წევრებისაგან ბევრი შეფასებები მოვისმინეთ. პრემიერმა მ განაცხადა – „იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, შემობრუნდება, ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“.
ანუ, გამოდის საქართველოს ხელისუფლება უწუნებს ევროკავშირს ევროპულობას, ვეუბნებით – გამოსწორდით, გახდით ისეთი ევროპელები ჩვენ რომ გვინდა და მერე ვიფიქრებთ შევიდეთ თუ არა ევროკავშირში.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ევროკომისიის ანგარიშზე“ საქართველოს ხელისუფლების რეაქციასა და საჯარო სივრცეში გახმოვანებულ პოზიციებს?
– მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ უწუნებს ევროკავშირს ევროპულობას, რაციონალურობას და ადეკვატურობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტიც უწუნებს. დიდმა ბრიტანეთმა დაიწუნა ევროკავშირი. ყველას გვახსოვს „ბრექსიტი“ და ბრიტანელების „გაწევა“ ევროკავშირისგან. მაშინ შერისხული ნაიჯელ ფარაჯი, დღეს ახალი და რეიტინგით დაწინაურებული პარტიის – Reform UK -ის სათავეშია და მზადაა ბრიტანეთისთვის ტრადიციული ორპარტიულობა დაარღვიოს.
მაინცა და მაინც არც სერბები, უნგრელები და სლოვაკები არიან აღტაცებულები, სადაც საზოგადოება ასევე გაყოფილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად.
რა არ მოეწონათ ბრიტანელებს ევროკავშირში? ძალიან ძვირი უჯდებოდათ მისი შენახვა?
მათი წასვლის შემდეგ გერმანიაა ევროკავშირის მებაირახტრე, საფრანგეთთან ერთად, მაგრამ უფრორე. ორი მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული და პატივაყრილი გერმანია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკაა, ჩამოყალიბებული და გამართულად ფუნქციონერაბადი პოლიტიკური სისტემით, ადამიანის ზედმიწევნით დაცული უფლებებით.
მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ უწუნებს ევროკავშირს ევროპულობას, რაციონალურობას და ადეკვატურობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტიც უწუნებს. დიდმა ბრიტანეთმა დაიწუნა ევროკავშირი. ყველას გვახსოვს „ბრექსიტი“ და ბრიტანელების „გაწევა“ ევროკავშირისგან. მაშინ შერისხული ნაიჯელ ფარაჯი, დღეს ახალი და რეიტინგით დაწინაურებული პარტიის – Reform UK -ის სათავეშია და მზადაა ბრიტანეთისთვის ტრადიციული ორპარტიულობა დაარღვიოს
შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, გარკვეული თვალსაზრისით, ცდილობენ ამით ისარგებლონ.
აქედან გამომდინარე, დიდები და ძლიერები რამდენადმე ზევიდან უყურებენ პატარებს და ნაკლებად წარმატებულებს. მათ შეუძლიათ, მაგალითად, რუმინელებს საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები გაუუქმონ, შეუძლიათ თურქები, რომლებიც 1999 წლიდან არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ერთი 10 წელი კიდევ არ მიიღონ, თუ საერთოდ მიიღეს და ამას თავისი მიზეზები აქვს, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს.
– მას შემდეგ რაც პარლამენტმა გაამკაცრა კანონები, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ევროპული არჩევანის სასარგებლოდ პროტესტანტები ცდილობენ გამზირის გადაკეტვას, დღე არ გავა რომ ვინმე არ დააკავონ.
პროკურატურამ საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ: ს, გიორგი ვაშაძის, ს, ს, ზურა ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
ნაწილს საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.
პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლითაც 3 ოპოზიციურინ პარტია – „ნაცმოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო“ უნდა აიკრძალოს.
იურისთა საკმაოდ დიდი ნაწილი პროკურატურის ბრალდებას ნონსენსად და საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის უპირობო დარღვევად აფასებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს?
– პროტესტანტების დაკავებებზე საზოგადოების რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ჩავარდნილი „რევოლუციური სცენარის“ შემდეგი პროცესია, როგორც დიდ ს მოყვება ხოლმე შედარებით ნაკლები ამპლიტუდის ბიძგები. არც საზოგადოების რაოდენობა იზრდება საპროტესტო აქციებზე, ყოველ შემთხვევაში, იმდენად არა, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეებს ანგარიში გაუწიოს.
მე პოლიტიკოსების დაკავებების მომხრე არ ვარ, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, თავისი საქმიანობის ხასიათისა და ავტორიტეტის მიუხედავად, სამართალდარღვევა ჩაიდინა, ის უეჭველად დაკავებული უნდა იქნას. ხოლო თქვენს მიერ დასახელებული ჯგუფის ერთად დაკავება და მათი უკვე დაკავებულებისადმი მიერთება, სერიოზულ ეჭვებს აჩენს.
მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, პარტიების აკრძალვის მომხრე არ ვარ და აქ „გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის“ აკრძალვის მოხმობა არარელევანტურია, რადგან ამ პარტიების „გაუქმება“, მათი წევრების, რაც მთავარია, მხარდამჭერების გაუქმებასაც ნიშნავს, რაც ნონსენსია
ეს შემადგენლობა, რომელსაც ხელისუფლების დამხობის მცდელობას ედავებიან, ვგონებ, ერთად საერთოდ არ შეკრებილან ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ჩვენ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, დაველოდოთ სამართლიან მართლმსაჯულებას და თვალი მივადევნოთ ამ პროცესს. განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ნაცმოძრაობასთან და კოალიციასთან „ცვლილებებისთვის“ მიმართებით მმართველი პარტიის ლოგიკა გასაგებია. მაგრამ „ლელო“ აქ რა შუაშია, მხოლოდ უფალმა უწყის…
მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, პარტიების აკრძალვის მომხრე არ ვარ და აქ „გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის“ აკრძალვის მოხმობა არარელევანტურია, რადგან ამ პარტიების „გაუქმება“, მათი წევრების, რაც მთავარია, მხარდამჭერების გაუქმებასაც ნიშნავს, რაც ნონსენსია.
– ყველაფერ ამის ფონზე აქტუალური თემაა, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. მას შემდეგ, რაც საქართველოში პრაქტიკულად დასრულებულია საარჩევნო ციკლი, ჩატარებულია საპარლამენტო და ადგილობრივი , თუ როგორ და აღიარებენ თუ არა მის შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, სხვა თემაა, მაგრამ ასე რომაა, ფაქტია.
ოპოზიციურ სპექტრში ვხედავთ აზრთა დიდ სხვადასხვაობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი გვესმის ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე, ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი აგრძელებს ერთმანეთის მიმართ ბრალდებების ენის საუბარს და რაც დღეს ჩანს ისაა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება, როგორც თვად ამბობენ, ერთიანი ძალებით ებრძოლონ „ქართული ოცნების ხელისუფლებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება?
– არაფერი განსაკუთრებული. ოპოზიციამ, ბოლო ერთ წელიწადში, შეიძლება, ცოტა მეტში, დაუშვა ბევრი მიუტევებელი და გამოუსწორებელი შეცდომა. ესენია – არ აღიარა ს შედეგები და ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის, არაფრით იმაზე იმაზე მეტად „გაყალბებული“ არ ყოფილა, ვიდრე ნებისმიერი „იმ ყბადაღებული 9 წლის“ განმავლობაში.
შეცდომა იყო რევოლუციური სცენარის მთავარ სამოქმედო გეზად ქცევა ვითარებაში, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ხოლო მათგან ყველაზე მეტი ხმის მიმღების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ჯერ, 4,5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე გამარჯვებული „ქართული ოცნების“.
შეცდომა იყო რევოლუციური სცენარის მთავარ სამოქმედო გეზად ქცევა ვითარებაში, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ხოლო მათგან ყველაზე მეტი ხმის მიმღების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ჯერ, 4,5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე გამარჯვებული „ქართული ოცნების“
ყალბია და უშინაარსო, ერთმანეთის მისამართით ცალყბად ნათქვამი მოწოდებები ერთიანობაზე. „ნაცმოძრაობას,“ მიხეილ სააკაშვილს, მის თანამებრძოლ თუ მის მემკვიდრე სხვა ლიდერებს, ერთიანობა წარმოუდგენიათ ერთაზრიანობად, ეს ერთადერთი აზრი კი უეჭველი მიხეილ სააკაშვილის უნდა იყოს, ან მის მიერ ხელდასხმული პიროვნების.
ასეთ ვითარებაში ოპოზიციის ერთიანობა წარმოუდგენელია. შეიძლება, რაღაც დროით, არჩევნების მოგების და „ქართული ოცნების“ დამარცხების იდეის გამო გაერთიანდნენ კიდეც, მაგრამ ეს იქნება მყიფე და არაეფექტური გაერთიანება.
როგორ წარმოგიდგენიათ ერთად, ერთ აზრზე მდგომი გახარია და სააკაშვილი, ან გახარია და ბარამიძე, ხაზარაძე და ხაბეიშვილი. და ამათთან ერთად კიდევ პოლიტიკური პროცესის ზედამხედველად გამწესებული . ასეთი ერთობის წარმოდგენაც კი მზარავს.
ოპოზიციის ერთიანობა წარმოუდგენელია. შეიძლება, რაღაც დროით, არჩევნების მოგების და „ქართული ოცნების“ დამარცხების იდეის გამო გაერთიანდნენ კიდეც, მაგრამ ეს იქნება მყიფე და არაეფექტური გაერთიანება
ოპოზიციაში აუცილებელია დიდი გადაადგილებები, როგორც ორგანიზაციული, ისე იდეოლოგიური თვალსაზრისით. პოლიტიკიდან რეალურად უნდა წავიდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც გასული 35 წლის განმავლობაში ასოცირებულნი არიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეცდომებთან, გადაცდომებთან და დანაშაულებთან, რამენაირი მიმართება ჰქონიათ კორუფციასთან.
ასეთი რადიკალური ქმედებების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ნოყიერ ნიადაგს უმზადებენ რეჟიმის გამკაცრებისკენ ავტორიტარული ელემენტებით. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ამ ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და ოპოზიციის ასეთი ტრანსფორმაცია რეალურია.
– ვხედავთ, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება საკმაოზე მეტადაც კი იცვლება. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ტრამპმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მიიღო, როგორც დაანონსებული იყო, გასულ კვირას ვაშინგტონში -ს პრეზიდენტი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
იმის გათვალისწინებით რომ ასეთ ფორმატში ვაშინგტონში შეხვედრა პირველად გაიმართა, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა უპრეცედენტოც კი იყო.
შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გააფორმა 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგებები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის და ს გავლენას “შუა დერეფანში”.
გარიგებებიდან გამოვყოფ შემდეგს: ს რკინიგზას დააპროექტებს და ააშენებს ამერიკული გიგანტი “All American Rail Group” (AARG), რომელიც შეიქმნა 2022 წლის ნოემბერში, ანუ უკრაინაში ს შეჭრიდან დაახლოებით რვა თვეში.
აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც რომ ევროკავშირმა აზიის ქვეყნებში „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის 12 მილიარდი ევრო გამჰყო. სატრანზიტო გადაზიდვებში ჩახედული სპეციალისტების მტკიცებით, ევროპული პროექტების ფარგლებში, აზიის ქვეყნებიდან განსხვავებით, საქართველოში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.
ამაზე ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორები ამბობენ, ევროპა ისეა ჩართული უკრაინა-რუსეთის ომსა და საშინაო პრობლემებში საქართველოსთვის ვერ იცლისო. არადა სომხეთ-ირანის საზღვარის გასწვრივ რკინიგზის მშენებლობას ამერიკული კომპანიები მალე დაიწყენებ. ახლა ვხედავთ რომ აშშ ჩაერთო „შუა დერეფნის“ გზის განვითარებაში.
თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონში შუა აზიის ქვეყნების ლიდერების ვიზიტს და სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანზე“?
– არ მომწონს ტერმინი – დერეფანი. ყველგან, განსაკუთრებით, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში, დერეფანი ყველაზე მოუწესრიგებელი ადგილია, საერთოა და იმიტომ. არც მობინადრეები ზრუნავენ მასზე და არც „ადმინისტრაცია“ და არც მოსარგებლეები. ეს ერთი.
მეორე, – გამოცოცხლება სტრატეგიული „აბრეშუმის გზის“ მიმართულებით, ცენტრალური აზია იქნება ეს, თუ სამხრეთ კავკასია, მხოლოდ მისასალმებელია. მათ შორის, თუ განხორციელდება „ზანგეზურის კორიდორის“ იდეაც, ვინც არ უნდა ააშენოს, მოაწყოს და გააკონტროლოს იგი.
თუ ზანგესურის კორიდორს ამერიკელები გააკონტროლებენ, ეს შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკური კონტექსტს მთლიანად. თუ თავად სომხები, ეს ჩვენთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება.
ირანი და დასავლეთი თუ მორიგდება და ირანი სრულფასოვნად ჩაერთვება გეოეკონომიკურ რეალიებში, ამასაც მივესალმები. თუ ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფანიც რეგიონზე გავა, მიუხედავად რუსეთის ჩვენდამი არაკეთიმოსურნე დამოკიდებულებისა და ოკუპანტის სტატუსისა, ეს ფაქტი რუსეთის, ახლო მომავალში, სწორ და მართებულ გზაზე დადგომის შემთხვევაში, ჩვენც წაგავადგება.
თუ ზანგესურის კორიდორს ამერიკელები გააკონტროლებენ, ეს შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკური კონტექსტს მთლიანად. თუ თავად სომხები, ეს ჩვენთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება
თუ ყველაფერი მოწესრიგდება, თუ რეგიონი მშვიდობის არეალი გახდება, ტვირთბრუნვა ისე გაიზრდება, რომ რეგიონის სამივე ქვეყანა მოკლე დროში მიიღებს აქედან მომდინარე დიდ სიკეთეებს.
ამიტომ, ზოგიერთებს კი არ უნდა სწყინდეთ სომხეთ-აზრბაიჯანის დაპირისპირების დამთავრება, აქაოდა ჩვენსკენ ტვირთნაკადი შემცირდება თუ „ზანგეზურის კორიდორი“ ამოქმედდაო, არამედ უნდა უხაროდეთ. ეს პარადოქსია, მაგრამ რეალურად, რეგიონის სამივე ქვეყნისთვის, და განსაკუთრებით ჩვენთვის, უკეთესი შანსია.
ზოგიერთებს კი არ უნდა სწყინდეთ სომხეთ-აზრბაიჯანის დაპირისპირების დამთავრება, აქაოდა ჩვენსკენ ტვირთნაკადი შემცირდება თუ „ზანგეზურის კორიდორი“ ამოქმედდაო, არამედ უნდა უხაროდეთ. ეს პარადოქსია, მაგრამ რეალურად, რეგიონის სამივე ქვეყნისთვის, და განსაკუთრებით ჩვენთვის, უკეთესი შანსია
ახლა, ჩინეთის პრეტენზია მსოფლიოში ლიდერობაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაწინაურება, დიდი თურანის იდეის განხორციელებიდან მომავალი შეშფოთების ნეიტრალიზება თავად თურქეთის მიერ, როგორც ამ ერთობის წამყვანი სუბიექტის, ნუ შეგვაშინებს. ნურც შეერთებული შტატების ინტერესის ზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებისადმი. მათი შეკრება ტრამპთან და ახალ პერსპექტივებზე საუბარი.
ეს პროცესი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აშშ ისევ რჩება მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად, რომლის აქტივობა მისი ამჟამინდელი ტრანსფორმაციის წარმატების შემთხვევაში, მხოლოდ წაადგება ახალი სახელმწიფოების მომავალს. თავად შეერთებულ შტატებსაც, თუ იგი თავის ლიდერობას დომინირებად და უსიტყვო მორჩილებად არ აქცევს.
აშშ ისევ რჩება მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად, რომლის აქტივობა მისი ამჟამინდელი ტრანსფორმაციის წარმატების შემთხვევაში, მხოლოდ წაადგება ახალი სახელმწიფოების მომავალს. თავად შეერთებულ შტატებსაც, თუ იგი თავის ლიდერობას დომინირებად და უსიტყვო მორჩილებად არ აქცევს
– მას შემდეგ, რაც გენპროკურორმა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ განცხადება გააკეთა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა – „რუსული ტიპის რეჟიმის ფორმირებას აქვს თავისი მწყობრი ლოგიკა და ის ხელმძღვანელობს იმპერიული სპეც.სამსახურების მიერ თავის დროზე შემუშავებული შესაბამისი ალგორითმით. საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში.“
მისივე თქმით, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ის ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული. ამასთანავე, პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმიმდინარეობს.
„როგორც ჩანს, კრემლი ჩქარობს, რათა არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარების და შიდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი შეუქცევადი გახადოს“ – დასძენს .
სავარაუდოდ, რამდენად ჰგავს საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები იმას, „რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში“?
– ყველაფერი ყოველთვის ყველაფერს ჰგავს, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ხომ ჰხედავთ, ქართული დემოკრატიაც ცოტათი დაემსგავსა თურქულს, ცოტათი სომხურს, ცოტათი აზერბაიჯანულს და ყაზახურს. რა გასაკვირია, თუ ცოტათი რუსულსაც. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და „საბჭოთა კავშირიდან“ მოვდივართ, ამდენად სვე-ბედითაც ჩამოვგავვართ ერთმანეთს.
ამას არა უშავს, ოღონდ არ უნდა შევიდეთ ჩიხში, რაც რუსეთს ახასიათებს და დღესაც გარკვეული თვალსაზრისით, ჩიხშია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობისა და გაზის დიდი ბუდობები, მხოლოდ ჩვენი მადლიანი მიწის და სტრატეგიული მდებარეობის იმედად ვართ. ამიტომ, სჯობს, ნაკლებად ვემსგავსოთ რუსეთს, ეს დიდი ქვეყანაა და დიდ ტრაგედიებსაც გაუძლებს, ჩვენ კი ავტორიტარიზმს თავი უნდა ავარიდოთ და დემოკრატია განვავითაროთ.
მით უმეტეს, V საუკუნის ძველი ბერძენი თუკიდიდე, პელოპონესის ომის მემატიანე, დემოკრატიას პანაცეად არ მიიჩნევდა, მაგრამ თუ ოლიგარქიით გამყარდებოდა იგი, ქვეყნისთვის მეტი სიკეთის მომტანი იქნებოდა.
გვაქვს ჩვენ ამის წინაპირობები. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ განა ხუმრობაში ცოტაა ხუმრობა…
-„ინტერპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი -„სამწუხაროდ, ის რაც ბოლო 35 წლის განმავლობაში გასაგები და გარკვეული გვეგონა, დღეს ბუნდოვანია“.
ბუნდოვანია ქვეყნის ევროპული პერსპექტივაც და აშშ-თან პარტნიორობაც. არადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი ლოზუნგი იყო „ღირსებით, მშვიდობით, ევროპისკენ“.
მშვიდობა კი გვაქვს, მაგრამ ევროპისკენ რომ არ მივდივართ, ევროკომისიამ მკაფიოდ და ცხადად გვითხრა.
საქართველოს მიმართ ევროკომისიის საკმაოზე მეტად კრიტიკული ანგარიშის გამო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმაც კი შეგვაქო – „საქართველოს ხელისუფლების გამძლეობა დასაფასებელია. ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“.
ამ ყველაფრის ფონზე აქტუალურად რჩება თქვენს მიერ ინტერვიუში რიტორიკულად დასმული კითხვა – საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ისაუბრეთ – ქვეყანა არსაით მიდის თუ საით?
– მაინცა და მაინც არსებითი არ არის, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, თუ ევროპა მოდის ჩვენსკენ. მეგობრობა კეთილსინდისიერ, ღირსეულ ქვეყნებთან, ცივილიზაციასთან და სივრცესთან მხოლოდ სიკეთეა ორივე მხარისთვის.
განა ევროპის მესაძირკვლეები, ძველი ბერძნები, ჩვენთან არ მოვიდნენ, რათა ოქროს საწმისი წაეღოთ, ანუ სიბრძნე, არხე და ყველაზე მოწინავე. განა ძველმა ბერძნებმა კოლხურ-იბერიული ცივილიზაციის მოძმე პელაზგების საქმე არ განაგრძეს. ახლა ისევ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენც მივალთ მათთან. ამ ეტაპზე კი არც ჩვენ გვეტყობა სიკეთე და არც იმათ.
დიახ, არის განცდა, რომ ჩვენმა მეწინავეებმა არ იციან, საით წავიდნენ და შესაბამისად, ადგილზე ნაბიჯით ვიაროთო, გვეუბნებიან და არარეალურ ნეიტრალიტეტის სტატუსს გვთავაზობენ. ხოლო იმის ახსნას, თუ რატომ ვერ შეძლო, თავის დროზე, ამ კონსტიტუციურად დაკანონებულმა ნეიტრალიტეტმა 4 დღეზე დიდხანს არსებობა, 1921 წლის 21 თებერვლიდან 25-მდე, ვიდრე მე-11-ე არმიის შემოჭრამდე დამოუკიდებელ საქართველოში, უკვე აღარავინ გვთავაზობს…
დიახ, არის განცდა, რომ ჩვენმა მეწინავეებმა არ იციან, საით წავიდნენ და შესაბამისად, ადგილზე ნაბიჯით ვიაროთო, გვეუბნებიან და არარეალურ ნეიტრალიტეტის სტატუსს გვთავაზობენ. ხოლო იმის ახსნას, თუ რატომ ვერ შეძლო, თავის დროზე, ამ კონსტიტუციურად დაკანონებულმა ნეიტრალიტეტმა 4 დღეზე დიდხანს არსებობა, 1921 წლის 21 თებერვლიდან 25-მდე, ვიდრე მე-11-ე არმიის შემოჭრამდე დამოუკიდებელ საქართველოში, უკვე აღარავინ გვთავაზობს…
საით? ეს კითხვა, რომელიც თქვენთან წინა საუბრისას დავსვი, თითქოს უპასუხოდ რჩება. არადა, მისი რიტორიკულობა მარტივია – Quo Wadis – საით უფალო, ჰკითხა რომიდან გვემულმა და ოტებულმა პეტრემ მაცხოვარს. რომში მივდივარო, უფალმა.
შეცბუნებული პეტრე მიბრუნდა და თავად გაეშურა რომში თავისი ღვთიური მისიის აღსასრულებლად…
ყველანი ყოველთვის ჭეშმარიტებისკენ და ღმერთისკენ მივდივართ. ხშირად დიდხანს ვერ ვპოულობთ. ასეა დღესაც…
„ინტერპრესნიუსი“
კობაბენდელიანი