ვაპირებ პირადად ჩავერთო პროცესში, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი – თეონა აქუბარდია ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულების შესახებ

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას თქმით, ის აპირებს, რომ სამუშო ჯგუფს შეუერთდეს, თუმცა პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
“ვაპირებ პირადად ჩავერთო, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” ახლა მაინც ექნება პოლიტიკური ნება რეალური ფუნდამენტური რეფორმები დავიწყოთ, რომ დავეწიოთ სა და მოლდოვას, შესაბამისად სამუშაო ჯგუფში ყოფნა კი არ არის პრობლემა, პრობლემა ის არის, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი განახორციელა “ქართულმა ოცნებამ,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, აქცენტი 9 რეკომენდაციიდან ერთზე – არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენ პუნქტებზე საუბარი.
“არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს სამუშაო ჯგუფების მხრიდან, იმედი მაქვს დეკემბერი მივიღებთ სტატუსს, ხოლო ცრა პუნქტიდან, ხოლო ცრა პუნქტიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ერთის შესრულება შეიძლება – უშუალოდ არჩევნების პუნქტი, თუ მოვემზადებით და კარგად ჩავატარებთ არჩევნებს ეს გახსნის გზას, რომ სხვა პუნქტები იყოს შესრულებული ახლო მომავალში,” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან