ცნობილმა ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა Youtube არხ ZACK-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში. როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ფეხბურთის ყველა ასპექტი აღარ სიამოვნებდა.
“პროფესიონალური ფეხბურთი იმიტომ დავტოვე, რომ თამაშის ყველა ასპექტი აღარ მსიამოვნებდა. მოედანზე გატარებული 90 წუთი მსიამოვნებდა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არა… მგზავრობა, მუდმივი ვარჯიში, მედიაში გაშუქება.
ახლა მწვრთნელები ფეხბურთელებზე მეტს მუშაობენ, მუდმივად ასისტენტებთან ერთად კომპიუტერთან სხედან. ეს არ მომწონს. 34 წლის ვარ და არა 42-ის, როგორც ზოგიერთს ჰგონია.
თუ მწვრთნელობა მომინდება, ამის დრო მექნება. ახლა ბევრი რამის ნახვა შემიძლია, შვილებთან დროის გატარება და უფრო მშვიდი ცხოვრებით ცხოვრება”, – თქვა აზარმა.
შეხსენებისთვის, აზარის ბოლო გუნდი მადრიდის “რეალი” იყო, სადაც 2023 წელს კარიერა დაასრულა, იქამდე კი “ჩელსისა” და “ლილის” ფორმას ირგებდა.
“იმდენად პატარა პიროვნებაა, რომ თოფურიას ჩხუბის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობს” – პიმბლეტმა ცარუკიანზე ისაუბრა
მადრიდის “რეალს” ახალი კაპიტანი ჰყავს
პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს – ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?
[VIDEO] “მილანმა” დიდება უნდა დაიბრუნოს – “როსონერის” ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება – შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
“ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა” – ჯონ ტერი
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
აზარი: ლუდი ძალიან მიყვარს, არდადეგებიდან წონის პრობლემით ვბრუნდებოდი
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს – ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
კვარაცხელიას პსჟ-ის რეკორდი – მსგავსი რამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაზე ჯერ არ ყოფილა
რონალდო ბოლო ადგილზე – შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში – დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
მოლაპარაკება შედგა – დევიდი კარიერას “იუვენტუსში” განაგრძობს
“ლილში” დაბრუნებაზე სერიოზულად ვფიქრობდი, მაგრამ…” – აზარმა გაამხილა, რატომ თქვა უარი ფეხბურთში დაბრუნებაზე
“აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე” – ედენ აზარი
მამარდაშვილის “ლივერპულში” ვარსკვლავთცვენაა – როდრიგოც სავარაუდოდ, “ენფილდზე” მიდის
