“ვაპირებთ, უკრაინას გადავცეთ 1 მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ხვალ, 9 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში ვიზიტის დროს გამოცხადდება.
რას ვაკეთებთ ამისთვის? ვმუშაობთ სანქციების მე-17 პაკეტზე, რომელსაც, იმედი გვაქვს, საგარეო საქმეთა შემდეგ საბჭოზე მიღებას შევძლებთ. ასევე, რა თქმა უნდა, როგორ შეგვიძლია უფრო დავეხმაროთ უკრაინას, თუ არა უსაფრთხოების გარანტიებით, რომელსაც “მსურველთა კოალიცია” განიხილავს, მაგრამ ასევე ევროპულ მხარეს გვაქვს საწვრთნელო მისიები და ასევე შეგვიძლია განხილვა კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ. ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ ხელმისაწვდომი გავხადოთ 1 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია უკრაინისთვის,” – განაცხადა კალასმა.
