„ვაპირებთ [დღგ-ს შემცირების საკითხის დაყენებას], თუ იქნება შესაძლებლობა“ – რევაზ ვაშაკიძე (BMG)
მისი თქმით, ქათმის პროდუქტებზე არსებობს ფასების შემცირების რესურსი, თუ მათ შორის დღგ შემცირდება.
“საქმე არის იმაში, რომ არის პროდუქტები, რომელიც სოციალურად აუცილებელია კვებისთვის და განსაკუთრებით კი ეკონომიურად გაჭირვებული ადამიანისათვის და მთავრობის ზრუნვა ამ მიმართულებით ჩემთვის გასაგებია. ქათამი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს ეკონომიურად აუცილებელია და თუ რამე ზომები იქნება მიღებული, რომ ეს თვითღირებულება შემცირდეს, ან დამატებითი ღირებულების გადასახადით, ან ენერგიის ფასებით, ან სხვა რაღაცა – ჩვენ მივესალმებით”, – აღნიშნა ვაშაკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დღეს მიმდინარეობს, რომელზეც ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენენ.
bm.ge




