,, ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო” – ირაკლი კუპრაძე

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება ,,ლელოს” ერთ-ერთი ლოდერი, ირაკლი კუპრაძე:
,,ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!
,,ოცნების ქალაქში” ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და მ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული თონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს.
209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს.
დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში 2 ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში…
ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.
უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს!“

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: რადგან ამ ძიებისას აუცილებლად გამოჩნდება რა ჯდებოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, განსაკუთრებით იურიდიულ ფაკულტეტზე; ვინ ყიდდა ადგილებს, რამდენი აბიტურიენტი ჰყავდა კლანის თითოეულ წევრს…

თავდაცვის სამინისტრო – თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა