ვან ტ’სხიპი: რევანშისთვის მზად ვართ – გამარჯვება სომხეთშიც შეგვეძლო, მაგრამ…

23 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა უპასუხა:
“ჩემ კარიერაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთელმა თამაშზე უარი თქვა და ნაკრები დატოვა – “კაიზერსლაუტერნის” შემტევმა რანოსმა.
“აიაქსი” ოქტომბრის ბოლოს ჩავიბარე, მაშინ მიქაუტაძე არ იყო ფორმაში და სხვებს მეტი გაჰქონდათ. ვეცადეთ, გიორგის ნახევარდაცვაში ეთამაშა. საბოლოოდ, ისეთი რამ მოხდა, რაც მისთვის უკეთესი გამოდგა.
რაც გუნდი ჩავიბარე, მხოლოდ სამჯერ ვივარჯიშეთ. ვიცი როგორ გვსურს თამაში, მაგრამ ამას დიდი დრო
სჭირდება, რასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია. მზად ვარ იმისთვის, რევანში ავიღოთ. ერევანში სამი სერიოზული შეცდომა დავუშვით. საქართველოს ნაკრები ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზე იმყოფება და ჩვენი მიზანია, ამას მივაღწიოთ.
ზოგადად, გუნდში ცუდი გარემო არაა. დიდი ანგარიშით წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ თამაშის მომზადების პროცესში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ინცინდენტი, რაც მოხდა, მოულოდნელი იყო. ფეხბურთელმა აუცილებლად თამაში მოითხოვა, თორემ ნაკრებიდან წავიდოდა, ეს აბოლურუტად მიუღებელია”.
კომენტარი ნახევარმცველმა არტურ სერობიანმა (შერიფი) გააკეთა: “პირველი მატჩისთვისაც სერიოზულად ვემზადებოდით, მაგრამ ჩვენი დავალებების შესრულების გაგვიჭირდა. ვნახე, ერევანში ქართველებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. ხვალაც ბევრ გულშემატკივარს ველით”.