ვან დეიკს კარიერის გაგრძელების ოთხი ვარიანტი აქვს

ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, “ლივერპულის” მცველ ვირჯილ ვან დეიკს კარიერის გაგრძელების ოთხი ვარიანტი აქვს.
მოგეხსენებათ, ნიდერლანდელს 2025 წლის ზაფხულში “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი ეწურება და მისივე თქმით, ახალ შრომით ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
კონური წერს, რომ 33 წლის ფეხბურთელმა კარიერა “ალ ნასრში”, “ინტერში”, “ბარსელონაში” ან “იუვენტუსში” შესაძლოა განაგრძოს და ნიდერლანდელის ტრანსფერის გარშემო სწორედ ეს გუნდები ტრიალებენ.
შეხსენებისთვის, ვან დეიკი “ლივერპულში” 2018 წელს “საუთჰემპტონიდან” 84,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაირიცხა.