ვანო ჯავახიშვილი – დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია

დღეს აქციაზე დგომა ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია, – ამის შესახებ იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა განაცხადა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობებთან და სხვა ხელოვანებთან ერთად იმყოფება იმ პირების მხარდასაჭერად, რომელთა სასამართლო პროცესიც ახლა უნდა გაიმართოს.
„უბრალოდ, ვისაც ეწევიან და იჭერენ, ისინი მოჰყავთ. შეხედეთ, რა ამბავია?! ეს ნორმალურია? სამართალი ამ ქვეყანაში არც არსებობს, კი ვდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ხალხს, ამიტომ მოვედით, მაგრამ ხომ ვიცით, ეს რა შენობაა. სასამართლო დარბაზების კარები ღიაა, ერთი პოლიციელი შედის ერთში, მერე მეორეში შევა – ერთი და იგივე ბრალით და ერთი და იგივე ჩვენებით“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდასაჭერად მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მივიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება