ვანკუვერის პოლიცია – დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ინციდენტი, როდესაც ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო

ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ დღეს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ქუჩის ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, ტერორისტული აქტი არ იყო.
„ამ დროისთვის, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. პოლიცია, ამ დრომდე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. ფესტივალი ვანკუვერში, აღმოსავლეთ 41-ე ავენიუსა და ფრეიზერის ქუჩის მახლობლად იმართებოდა.