კანადის ქალაქ ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, ქუჩის ფესტივალზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.
„ამ დროისთვის, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ლაპუ ლაპუს“ ფესტივალზე მამაკაცის მიერ ავტომობილით ხალხში შეჭრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი, დაკავებულია. ვანკუვერის პოლიციის განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტი არ იყო.
