“ვამზადებთ კარგ ამბებს უკრაინისთვის” – ზელენსკის ჩეხეთში მასპინძლობენ

უკრაინის პრეზიდენტი, , პირველ ლედისთან ერთად, ჩეხეთის დედაქალაქ ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრაღის სასახლეში, პრეზიდენტ ს მონაწილეობით, საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამხედრო სფეროს კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ – უკრაინისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს.
„ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას ჩეხეთის მიმართ, მისი პრინციპული მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. ჩეხეთის არტილერიის ინიციატივამ ეფექტიანობა დაადასტურა და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულებაა – ჩვენი ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 პარკის მხარდაჭერა. ჩეხეთთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად ჩვენ ვამზადებთ კარგ ამბებს უკრაინისთვის“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე, ჩეხეთში ჩასვლისას.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ „დიპლომატიურ ძალისხმევასა და ერთობლივ წნეხს რუსეთზე“, რათა შესაძლებელი გახდეს მდგრადი ზავი და ომის დასრულება.
ჩეხეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში სახელწოდებით – „ჯანდაცვის სფეროს ინიციატივა უკრაინისთვის“, რომელიც სამედიცინო სფეროში უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილება.
ჩეხეთს ეკუთვნის საარტილერიო ჭურვების უკრაინისთვის [2024-2025 წლებში] მიწოდების მასშტაბური ინიციატივა, რაც თავდაპირველად 800 ერთეულის თანდათანობით შესყიდვასა და სთვის გადაცემას გულისხმობდა. მათ შორის იყო ყველაზე მოთხოვნადი, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები. ჩეხეთის ინიციატივას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა. უკრაინული მედიის ცნობით, მესამე ქვეყნებში შესყიდული ჭურვების ხარისხი რიგ შემთხვევებში საჭირო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ, საჭირო ხდებოდა დამატებითი დამიშავება, ში გაგზავნამდე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს