საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე – ფორექსი – ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი ივაჭრება. აშშ დოლარი ვალუტის გაცვლის ტრანზაქციების 88%-ში მონაწილეობს და მსოფლიო სავალუტო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა საინტერესოა, რომელ ვალუტებს ცვლიან აშშ დოლარში ყველაზე ხშირად?
Visual Capitalist სწორედ ამ რეიტინგის ვიზუალიზაციას აქვეყნებს, რომელიც New York Fed-ის 2024 წლის აპრილის ფორექსის ჩრდ. ამერიკის ანგარიშს ეფუძნება.
ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ, $93.3 მილიარდი ამერიკული დოლარი ივაჭრება, ნომერ პირველი ვალუტა კი ევროა. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
ვალუტა – ტრანზაქციების დღიური მოცულობა ($ მილიარდი)
· ევრო – 93.3
· იაპონური იენი – 72.3
· კანადური დოლარი – 45.5
· ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 42.7
· ავსტრალიური დოლარი – 20.0
· მექსიკური პესო – 25.6
· შვეიცარიული ფრანკი – 18.6
· ჰონგკონგის დოლარი – 15.7
· სინგაპურული დოლარი – 11.2
· ჩინური იუანი – 10.6
წყარო: BM.GE