ვალერი ჩეჩელაშვილი – ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ვალერი, იმის გამო, რომ სა და რუსეთს შორის ომი მეოთხე წელია მიმდინარეობს, ამ ომამდე მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეცვლილი, ტრანსფორმაციასა და ახალი ფორმით ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც საკმაოზე მეტად არასტაბილური ვითარებაა, გასული კვირის ბოლოს გავიგეთ, რომ 4 თვის წინ დანიშნულმა სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებოდა დატოვა.
პრემიერმა მ ამ თანამდებობაზე წარადგინა პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი .
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ოხანაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ მდინარაძის დანიშვნა?
– გეთანხმებით, რომ 2022 წლის 24 თებერვლას უკრაინაზე ს ბარბაროსული შეტევის შედეგად ჩვენც და დანარჩენი მსოფლიოც აღმოვჩდით აბსოლუტურად ახალ რეალობაში. დაიგრა მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა და მისი განუყოფელი ნაწილი ევროპული უსაფრთხოების სისტემა.
ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ამ ახალი სისტემის ბუნებრივი ნაწილია არის სამხრეთ კავკასია. ასეა, რადგან ის წარმოადგენს ევროპული პოლიტიკური სივრცის განუყოფელ ნაწილს. ეს იმითაც არის დადასტურებული რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა არის ევროსაბჭოს წევრი და ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი.
მინდა გავახსნო ჩვენს მკითხველს, რომ სამხრეთ კავკასიაში არის სამი ქვეყანა და ეს სივრცე ამ სამ ქვეყანას ეკუთნის და არა 4 ან 5-ს, როგორც ეს ზოგიერთებს თავის ფანტაზიებში წარმოუდგენიათ.
სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა არის ევროსაბჭოს წევრი და ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი… სამხრეთ კავკასიაში არის სამი ქვეყანა და ეს სივრცე ამ სამ ქვეყანას ეკუთნის და არა 4 ან 5-ს, როგორც ეს ზოგიერთებს თავის ფანტაზიებში წარმოუდგენიათ
არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, საქართველოს წინაშე აყალიბებს უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს. ჩვენი განსაკუთრებული უპირატესობა და სიძლიერის საფუძველი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს უმთავრეს და გლობალურ მოთამაშეებთან. ეს არის , ევროკავშირი და ნატო. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უპირატესობა ხელიდან გვეცლება, უკიდურესად გართულებულია ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. ტურბულენტურობით გამოურჩეულ დღევანდელ სამყაროში საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება.
მიზეზად იმის მოყვანა რომ ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ უსაფრთხოების ახალი კონცეფცია უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამაზე იქნება კონცენტრირებული ბატონი ოხანაშვილი და ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა, ეს ძალიან დამაჯერებლად არ ჯღერს. ისევე როგორც წინა პერიოდში ბატონ ლევან დავითაშვილის გათავისუფლება მოხდა იმის ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ თავს იწონებდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლით. მასაც შესთვაზეს პრემიერის მრჩევლის როლი. ეს ორივე გადაწყვეტილება ძალიან დამაჯერებლად ნამდვილად არ ჯღერს.
ჩვენი განსაკუთრებული უპირატესობა და სიძლიერის საფუძველი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს უმთავრეს და გლობალურ მოთამაშეებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და ნატო. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უპირატესობა ხელიდან გვეცლება, უკიდურესად გართულებულია ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. ტურბულენტურობით გამოურჩეულ დღევანდელ სამყაროში საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება
განსაკუთრებით ბატონ ანრი ოხანიშვილის შემთხვევაში. იმიტომ რომ ამ სივრცეში, ამ დროს და ამ ვითარებაში უსაფრთხოების სამსახური არის ქვეყნის უსაფრთხოების ხერხემალი, მის გამართულ მუშაობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ სამსახურში უპირებოდ უნდა მუშაობდნენ კარგად მომზადებული, კვალიფიციური კადრები, ვის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმში არავის არანაირი ეჭვი არ ეპარება.
ახლა გამოჩნდა, რომ 4 თვის წინ ბატონ ანრი ოხანაშვილის დანიშვნა არ იყო მაინცადამაინც ლოგიკური და გამართლებური გადაწყვეტილება. ამას ბატონი ირაკლი ც მიხვდა. ახლა ამ თანამდებობაზე ბატონ მამუკა მდინარაძის დანიშვნა არ ვიცი რამდენად გაამართლებს.
ახლა გამოჩნდა, რომ 4 თვის წინ ბატონ ანრი ოხანაშვილის დანიშვნა არ იყო მაინცადამაინც ლოგიკური და გამართლებური გადაწყვეტილება. ამას ბატონი ირაკლი კობახიძეც მიხვდა. ახლა ამ თანამდებობაზე ბატონ მამუკა მდინარაძის დანიშვნა არ ვიცი რამდენად გაამართლებს
პირველადი შეფასებით ისე ჩანს, რომ ბატონ მამაუკა მდინარაძის დანიშვნაში მაინც არის ლოიალობა და სიახლოვე ბატონ ირაკლი კობახიძესთან. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვან და სერიოზულ თვისებებად ასეთ თანამდებობაზე დანიშვნის დროს. რამდენ ხანს შეძლებს ბატონი მამუკა შეინარჩუნოს ეს თანამდებობა ამას მომავალი ვიჩვენებს.
– 2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად აშშ არ შეუერთდა გაეროში საქართველოს მხარდაჭერ განცხადებას.
ამაზე საჯარო სივრცეში მაინცადა მაინც დიდი მსჯელობა არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, ზოგმა თქვა, – ამერიკამ მიგვატოვაო, ზოგმა, – ჩვენი ხელისუფლება იმდენს აკრიტიკებს აშშ-ს და დასავლეთს, ჩვენი ბრალია და მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთო.
არადა, მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტის ჩართულობით ვაშინგტონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ურთიერთობებსა და ზანგეზურის, ანუ მეღრის კორიდორზე ისეთ შეთანხმებებზე იყო სამომავლო გეგმებზე მსჯელობა, სულაც არ გავს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიიდან გადის.
თქვენ როგორ აღიქვით და შეაფასებთ იმას, რომ გაეროში აშშ არ შეუერთდა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით?
– მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის პრინციპული ცვლილება ამერიკის პოზიციაში, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში აშშ არის თანმიმდევრული. ეს, აშშ-ს გამაგრებული აქვს საკანონმდებლო აქტებით. ამ თემაზე აშშ ვერ და არ შეცვლის თავის პოზიციას.
მეორე საკითხი შეიძლება იყოს ტაქტიკური მოსაზრებების გამო აშშ-ს ნაბიჯები. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ აშშ საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან.
ტაქტიკური მოსაზრებებით ამერიკელებმა გადაწყვიტეს რომ ახლა ამ კოლექტიურ განცხადებას, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა გააჟღერეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერის შესახებ, ამ ეტაპზე აშშ არ შეუერთდა.
მაგრამ, რატომ მოხდა ეს? ეს მოხდა იმიტომ რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია შეჩერებულა. ამერიკელებს მიაჩნით, რომ საქართველო ახლა ისეთ პოლიტიკას ატარებს და ისეთი დამოკიდებულება აქვს აშშ-თან, რომ სავსებით დასაშვებია ამ ტაქტიკური სვლების გაკეთება, თუნდაც ისეთ მტკივნეულ საკითხს ეხებოდეს, როგორიც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.
ახლა ჩვენ რომ გვქონდეს ამერიკელებთან იმ ხარისხის ურთიერთობა, რომელიც თუნდაც 3 წლის წინ გვქონდა, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში აშშ არის თანმიმდევრული. ეს, აშშ-ს გამაგრებული აქვს საკანონმდებლო აქტებით. ამ თემაზე აშშ ვერ და არ შეცვლის თავის პოზიციას
თუ ამერიკელებს მაინცადა მაინც სჭირდებოდათ ამის გაკეთება გაეროში, ამის დაბალანსება შეიძლებოდა სპეციალური განცხადებით აშშ-ს მხრიდან სხვა ფორმით, მაგალითად, საქართველოში აშშ-ს საელჩოს სცეციალური განცხადებით. ეს რომ არ მოხდა იმაზეც მეტყველებს, რომ სამწუხაროდ, აშშ-თან დიპლომატიური არხები დაკარგული გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამე დამაბალანსელებელი განცხადების გაკეთება არ იქნებოდა პრობლემა.
მაგრამ, ისე ჩანს, რომ არც კი გვაქვს ის არხი, რომლის საშუალებითაც შეგვიძილა მივიტანოთ ვაშინგტონამდე ჩვენი აზრი. სხვათა შორის, ეს არის ჩვენი ახალი ელჩის ჩავარდნაც ვაშინგტონში. რწმუნებათა სიგელების გადაცემა ძალიან კარგია, მაგრამ მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა და ელჩის მხრიდან ამერიკელ პარტნიორებთან სერიოზულ შეხვედრებზე არაფერი გვსმენია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ცვლის ამერიკელების პრინციპულ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მომხდარი არის სერიოსული განგაშის საფუძველი და აქედან სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანოს „ქართულმა ოცნებამ“.
ისე ჩანს, რომ არც კი გვაქვს ის არხი, რომლის საშუალებითაც შეგვიძილა მივიტანოთ ვაშინგტონამდე ჩვენი აზრი. სხვათა შორის, ეს არის ჩვენი ახალი ელჩის ჩავარდნაც ვაშინგტონში. რწმუნებათა სიგელების გადაცემა ძალიან კარგია, მაგრამ მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა და ელჩის მხრიდან ამერიკელ პარტნიორებთან სერიოზულ შეხვედრებზე არაფერი გვსმენია
თუ ამერიკელებთან და ევროპელებთან ურთიერთობები არ გამოსწორდა, მაშინ ასეთი ფაქტები განმეორდება, თანდათან მოიკრებს ძალას, ეს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე მეტად შეასუსტებს.
– გასულ კვირას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიებმა განაცხადა -„ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში მდგომარეობა ისეთია, რომ წინასწარ განსაზღვრო რა მოხდება ხვალ, შეუძლებელია.“
ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული, აქვს ურთულესი ეკონომიკური და ომის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები, ძნელი წარმოსადგენია რომ რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომი დაიწყოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ განცხადებას და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
– იმ სამშვიდობო პროცესის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ურთიერთობების ძალას იკრებს, უფრო მეტი ნდობა ჩნდება ალიევსა და ფაშინიანს შორის, რაც შეუქცევად ხასიათს ატარებს და ჩვენ მალე მოწმე გავხდებით ვაშინგტონში პარაფირებული შეთანხმების ხელმოწერის.
ალიევის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ არანაირად არ არის მიმართული სომხეთის მიმართ. ალიევის განცხადება გზავნილია ჩრდილეთისთვის და სამხრეთისთვის.
აზერბაიჯანი ძალიან მყარად დგას თავის პოზიციებზე. აზერბაიჯანი ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა, აზერბაიჯანის შიდა ეროვნული პროდუქტი აღწევს 80 მილიარდ აშშ დოლარს. მათ ჰყავთ ძალიან სერიოზული მოკავშირეები. დღემდე იყო თურქეთი და , ახლა ჩანს რომ აზერბაიჯანს კარგი და საქმიანი ურთიერთობები უყალიბდება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
აზერბაიჯანი ძალიან მყარად დგას თავის პოზიციებზე. აზერბაიჯანი ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა, აზერბაიჯანის შიდა ეროვნული პროდუქტი აღწევს 80 მილიარდ აშშ დოლარს. მათ ჰყავთ ძალიან სერიოზული მოკავშირეები. დღემდე იყო თურქეთი და პაკისტანი, ახლა ჩანს რომ აზერბაიჯანს კარგი და საქმიანი ურთიერთობები უყალიბდება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
როგორც ჩანს, პრეზიდენტ ალიევს პირადი კარგი და პოზიტიური ურთიერთობები ჩამოუყალიბდა პრეზიდენტ ტრამპთან. დღეს აზერბაიჯანი არც რუსეთზე და არც ირანზე არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად, არც სატრანზიტო კომუნიკაციებით დამოკიდებული არ არის, სულ პირიქით, რუსეთს და ირანს ძალიან აინტერესებთ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და ეს გადის აზერბაიჯანზე, რადგან ეს გზა ყველაზე მოკლე და მოხერხებული გზაა.
ამიტომაცაა რომ აზერბაიჯანი ასე მკაფიოდ გამოხატავს თავის პოლიტიკურ პოზიციას, რაც მეტყველებს იმაზე რომ მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში დღითი დღე მყარდება. ამ ტენდენციას ჩვენ კარგა ხანია ვადევნებთ თვალს.
– ვაშინგტონში ტრამპის შეხვედრა შედგა ზელენსკისთან, რომელშიც მონაწილოება ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს. ამ შეხვედრაზე ბევრი ითქვა და დაიწერა.
ვიცით, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაზე მიდის მუშაობა სამუშაო ჯგუფებში, რომელშიც ამერიკელებიც შედიან და ევროპელებიც.
ვიცით, რომ პუტინი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე, სგან, აშშ-გან და ევროპელებისგან ითხოვს უკრაინამ დათმოს დონბასი და იმის გარანტიებს ითხოივს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდება.
ასეთ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია რომ უკრაინა და აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოდელზე მუშაობა და მასზე მუშაობა მომავალ კვირას დაასრულება.
თქვენ რა მოლოდინი გაქვთ იმაზე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიების რა მოდელს შესთავაზებს აშშ უკრაინას?
– ეს არის ძალიან რთული პროცესი. ამ პროცესში არის ორი კონსტანტა, ორი კომპონენტი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხასიათი და ორი მერყევი, ანუ ცვლადი ფაქტორი. ურყევი ორი კონსტანტაა უკრაინელების და ევროპელების პოზიცია, და ერთგვარად მერყევი პოზიციები აქვთ აშშ-ს და რუსეთს. ორივეს ამისთვის თავისი მიზეზები აქვს.
როგორც ჩანს, სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება ძალიან რთული და ხანძლივი. რას შეიძლება მხარეებმა დღეს მიაღწიონ, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტისა და გამყოფი ხაზის ფორმირების თვალსაზრისით უკრაინა იჩენს მოქნილობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა კისლიცამ თქვა რომ უკრაინა მზადა განვიხილოს გამყოფი ხაზის ფორმირების ფარგლებში ფრონტის გასწვრივ ტერიტორიების გაცვლის საკითხი. მაგრამ არც თეორიული და არც პრაქტიკული შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინული ტერირირიები რუსულ ტერიტორიებად ცნოს უკრაინამ და ევროპამ დე-იურედ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
უკრაინა მზადა განვიხილოს გამყოფი ხაზის ფორმირების ფარგლებში ფრონტის გასწვრივ ტერიტორიების გაცვლის საკითხი. მაგრამ არც თეორიული და არც პრაქტიკული შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინული ტერირირიები რუსულ ტერიტორიებად ცნოს უკრაინამ და ევროპამ დე-იურედ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს
თუ ცეცხლი შეწყდება და დაპირისპირების ზოლზე ჩამოყალიბდება გამყოფი ხაზი, მაშინ რეალურად დადგება უსაფრთხო გარანტიების საკითხი. უკრაინისთვის უსაფრთხოების უპირველესი გარანტია არის კარგად შეიარაღებული, გაწრთვნილი და მრავალრიცხოვანი უკრაინული ჯარი. ამასთან დაკავშირებით რუსეთს არანაირი დამოკიდებულება არ ექნება.
ის რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განლაგდნენ პირველ რიგში ევროპელები, შესაძლოა, ამ კონტექსტში ამერიკელებმა აიღონ თავის თავზე საჰაერო სივრცის კონტროლი. აქაც რუსეთს არავინ არაფერს არ შეეკითხება.
ასეა იმიტომ რომ რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მონაწილე ქვეყანა არაა. რომ იყოს და ჰქონდეს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს, ამას არავინ სერიოზულად არ მიიღებს.
ის რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განლაგდნენ პირველ რიგში ევროპელები, შესაძლოა, ამ კონტექსტში ამერიკელებმა აიღონ თავის თავზე საჰაერო სივრცის კონტროლი. აქაც რუსეთს არავინ არაფერს არ შეეკითხება
უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ადრე აღებული გარანტიები, რომელიც მათ ჰქონდათ ბუდაბეშტის მემორანდუმი, თუ უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმებები, თუ მრავალმხრივ ფორმატში აღებული ვალდებულებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული, ამან არ იმუშავა.
ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც შეიძლება განიხილებოდეს რუსეთის როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი მანამდე და უპირობოდ გაანთავისუფლებს მის მიერ უკრაინაში ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას. ასეთ შემთხვევაში რუსეთს მეტი შესაძლებლობა ექნება თავისი პოზიციები დაიცვას.
რატომ? იმიტომ რომ ეს იქნება რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების ფუნდამენტალურ სისტემაში. მაგრამ, ყველას გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა. ამას რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ფრონტის ხაზზე მძიმე მარცხი ექნება.
ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ, უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია.
– 3 სექტემბერს ჩინეთში დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელზეც პრეზიდენტმა სიმ პრეზიდენტები პუტინიც და ტრამპიც მიიწვია.
ჩინეთში დაგეგმილმა შეხვედრამ რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა?
– რა მოხდება 3 სექტემბერს ჩვენ არ ვიცით. მე ვფიქრობ რომ ეს იქნება დამოკიდებული მიმდინარე მოლაპარაკებების დინამიკაზე, რომელიც ახლა ევროპელებისა და ამერიკელების ჩართულობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს.
დღეს მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 3 სექტემბერს პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთში ჩავა. მისი ჩინეთში ჩასვლა ბევრ რამეზეა და მოკიდებული. ამიტომ ამ თემაზე საუბარი არარელევანტურად მიმაჩნია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი