ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

-ს პრეზიდენტი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეასუსტოს, საკუთარი გავლენები გააძლიეროს, რაც პირდაპირ აისახება იმაზე, რომ ხდება ამერიკელების პოზიციის კონსოლიდირება ევროპელებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად – რუსეთი ყველა მხრიდან – როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება, – აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ექსპერტმა ვალერი ჩეჩელაშვილმა გააკეთა.
კითხვაზე, რა მოხდება საქართველოში იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთს ში სერიოზულ კომპრომისებზე წასვლა მოუწევს, ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ „ვიხილავთ „ქართული ოცნების“ ძალიან სწრაფ ევროპეიზაციას და ამერიკანიზაციას“.
ჩეჩელაშვილის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ასოცირება მოხდეს -ს პრიორიტეტებთან და მასთან თანხვედრაში მოვიდეს.
მისი აზრით, უახლოეს რამდენიმე დღეში ირანში მოვლენების სერიოზული განვითარების მოწმენი გავხდებით.
„დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული, მზარდი კეთილდღეობის გარანტი ირანი ძალიან დიდი შენაძენი იქნება როგორც რეგიონის სტაბილურობის, ასევე გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. ეს ძალიან კარგად ესმით ევროპაში. ეს განსაკუთრებით კარგად ესმის პრეზიდენტ ტრამპს. ის ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად არის გაცილებით თვითდაჯერებული, ისევე როგორც ამერიკელი სამხედროები. ამ ვითარებიდან ვფიქრობ, რომ არ გამოვა ისე, რომ აშშ-ი არ ჩაერიოს. ჩანს, რომ ამერიკელები სერიოზული ნაბიჯებისთვის ემზადებიან.
ვაშინგტონში ახლა ალბათ იმაზე კამათობენ რა ნაბიჯები და რა ჩარევა იქნება ყველაზე უფრო ეფექტური. არც დიპლომატიურ ქმედებებს გამორიცხავენ. ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანიდან ზარი გაისმა, თითქოს და, მოლაპარაკება სურთ. ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ირანში სერიოზული განვითარების მოწმენი გავხდებით.
ირანი ჩვენი მეზობელია და რა თქმა უნდა, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას როგორც ირანთან მიმართებაში, ასევე ზოგადად, საგარეო პოლიტიკას, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას ვერ ვხედავთ. არ გვესმის, რა საგარეო პრიორიტეტები გააჩნია დღეს „ქართულ ოცნებას“. „ჩაიჩეხა“ კომუნიკაციის არხების ევროკავშირთან და აშშ-სთან, რაც არის ფუნდამენტურად დრამატული შეცდომა, მაგრამ „ქართული ოცნების“ სტრატეგია როგორც ასეთი, ნამდვილად არის გაუგებარი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის დოკუმენტი არ გაგვაჩნია – გამონაკლისი ქვეყანა ვართ, რომელსაც ასეთი დოკუმენტი არ გააჩნია. ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, საგარეო პოლიტიკა არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ბუნებრივი მიზეზების გამო, ჩვენ საგარეო ურთიერთობებსა და საგარეო ბაზრებზე უფრო მეტად დამოკიდებული ვართ, ვიდრე დიდი ქვეყნები – შესაბამისი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალით.
ის თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს დამოკიდებულება ირანის მიმართ, იმაზე უკეთესს ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ, გარდა იმისა, რომ მოხდეს ჩვენი პოლიტიკის აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკასთან ასოცირება. ზუსტად ამიტომაც არის ფუნდამენტური პრობლემა ის, რომ დღეს სტრატეგიული პარტნიორობა ამ ორ გეოპოლიტიკურ მთავარ მოთამაშესთან პრაქტიკულად არის შეჩერებული“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მან ამავე კონტექსტში განმარტა ისიც, რომ როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულობით, პროგნოზირებადი და სტაბილური ხასიათით არ ხასიათდება, ისეთი კომპაქტური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა ხიფათებს ქმნის.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ასოცირება აშშ-ს პრიორიტეტებთან მოხდეს და მასთან თანხვედრაში მოვიდეს.
ერთიანი, ძლიერი და განვითარებული ირანი არის საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და ზოგადად, მსოფლიოს ინტერესებში. ირანი მხოლოდ რეგიონული კომპონენტი არ არის – ირანი სერიოზული, დიდი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კომპონენტია. ამიტომ ირანის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა და მისთვის პერსპექტივების გაჩენა ყველას ინტერესშია“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ