ვალერი ჩეჩელაშვილი – საელჩოს 5-სტრიქონიან განცხადებაზე 3-გვერდიანი განმარტება ცხადყოფს, რომ ივანიშვილს შექმნილი ვითარება აწუხებს, თუმცა ელჩთან შეხვედრაზე უარი ნიშნავს, რომ ის არ არის მზად მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

ივანიშვილის პასუხი ცხადყოფს, რომ მას შექმნილი ვითარება აწუხებს – საელჩოს მიერ გაკეთებულ 5-სტრიქონიან განცხადებას 3-გვერდიანი ახსნა-განმარტებით უპასუხა, შეხვედრაზე უარი კი ნიშნავს, რომ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რომლებსაც ელჩი გააჟღერებდა, ივანიშვილი მზად არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს უარი -ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „შეცდომა“ იყო.
„ეს პასუხი ცხადყოფს, რომ შექმნილი ვითარება ბიძინა ივანიშვილს აწუხებს. საელჩოს მიერ გაკეთებულ 5-სტრიქონიან განცხადებას 3-გვერდიანი ახსნა-განმარტებით უპასუხა. თან ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ რაღაც კომპლექსებთან აქვს საქმე, მაგრამ მთავარი ჩემთვის ისაა, რომ საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რომლებსაც ელჩი მასთან შეხვედრაზე გააჟღერებდა, ის მზად არ არის. ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოთხოვნებია ეს და ის გამოიხატება სამ სიტყვაში: კანონები, პატიმრები, . შესაბამისი გზავნილი კარგად იყო მიწოდებული მაკა ბოჭორიშვილის მეშვეობით, რომელთანაც შეხვედრა ცოტა ხნის წინ შედგა. იმის თქმა, რომ ოფიციალური არხები არსებობს და ელჩი მას რატომ არ იყენებს და რატომ უნდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ასეთი რიტორიკაც გვესმოდა, ეს რეალობას არ ასახავს, რადგან ელჩი კლასიკური დიპლომატიური გზით წავიდა და უპირველესად, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი – არ არსებობს საელჩოს საგარეო პოლიტიკა. არსებობს დედაქალაქის საგარეო პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელსაც ელჩი ახორციელებს. ის, რომ არ ექვემდებარებოდეს ინსტრუქციებს, რომლებიც ვაშინგტონიდან იგზავნება, მეორე დღესვე ეს ელჩი არ იქნებოდა. ეტყობა, პირველი შეხვედრის შემდეგ [სთან] შეიძლება რაღაც იმედები გაუჩნდა ელჩს, მაგრამ არაფერი მოხდა, დასკვნები გამოტანილი არ იყო. შესაბამისად, ვაშინგტონში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ვინმესთან აზრი აქვს შეხვედრას, მხოლოდ ივანიშვილთან. ამიტომაც იყო მოთხოვნილი ეს შეხვედრა, რაც არაფრით დამთავრდა. ვფიქრობ, შეხვედრა რომ არ შედგა, ეს იყო შეცდომა. ეს იყო შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოესწორებინა ის ვითარება, რაშიც თავად აღმოჩნდა და მასთან ერთად, მთელი ქვეყანა“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, ჩეჩელაშვილი ივანიშვილის განცხადების შემდეგ ნაწილსაც გამოეხმაურა: „იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა“. ივანიშვილის განცხადების ამ ნაწილზე კომენტირებისას ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ „ბიძინა ივანიშვილი სხვა სიბრტყეში ეძებს გადაწყვეტილების შესაძლებლობას“.
„ეს არ არის სწორი. ის ალბათ, დარწმუნებულია, რომ რაღაც თანხებით ან ფინანსებით და მისი ამა თუ იმ მიმართულებით მიმართვით, შეიძლება აშშ-სთან ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა. ეს ასე არ არის. ფინანსური ბერკეტებით ამ პრობლემას ვერ დავძლევთ. ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოქმედებების შედეგი. სხვას ვერავის დავაბრალებთ ამას. სრული პასუხისმგებლობა ამაზე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. პასუხი არის სამ სიტყვაში, რომელიც უკვე მოგახსენეთ. ვფიქრობ, ეს მაკა ბოჭორიშვილთან ელჩის შეხვედრაზეც იყო გაჟღერებული, მაგრამ შედეგი ვერ ვნახეთ“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, ჩეჩელაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ ს მიერ სთვის გამოგზავნილ წერილსაც. მისი თქმით, აღნიშნული „თითქოსდა, „ქართული ოცნებისთვის“ კარგი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ამას აშკარად პროტოკოლური ხასიათი ეტყობა“.
„[რაც შეეხება შეფასებას, რომ ირაკლი ნაწყენი ჩანდა იმის გამო, რომ წერილი ყაველაშვილს გაუგზავნეს და არა პერსონალურად კობახიძეს], მგონია, რომ ირაკლი კობახიძეს წყენის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. ის კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ყაველაშვილს წერილი გამოუგზავნა ტრამპმა. ეს არის ერთადერთი ასეთი შემთხვევა. თუ გუნდურ მუშაობაზე თავს დებენ „ქართულ ოცნებაში“, მაშინ ეს წყენა უადგილოა. ეს თითქოსდა, „ქართული ოცნებისთვის“ კარგი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ამას აშკარად პროტოკოლური ხასიათი ეტყობა.
ახლა ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მიზანშეწონილად ვაშინგტონი არ თვლის. ამ პოზიციას შეცვლის თუ არა, ვნახავთ, მაგრამ ბიძინა ვანიშვილის წერილმა ამას ხელი ნამდვილად ვერ შეუწყო“,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს ერთი მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და მეორე მხრივ, დონალდ ტრამპის წერილებზე, ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ „კობახიძე მარკო რუბიოს დაპირისპირებას ცდილობს ტრამპთან, ეს მცდელობა არ იქნება წარმატებული“.
„თუ ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ მარკო რუბიო „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია და თუ მისი ამ შეფასებით მარკო რუბიოს დაპირისპირებას ცდილობს ტრამპთან, ეს მცდელობა არ იქნება წარმატებული. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სახელმწიფო მდივანი აღმასრულებელ ვერტიკალში ინსტიტუციურად მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის პრობლემებთან დაკავშირებით. მთავარი საკვანძო პირი, რომელიც გადაწყვეტს რა პოლიტიკა ექნება თეთრ სახლს და ზოგადად, ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით, ამ მოვლენებზე განსაკუთრებული გავლენა ექნება მარკო რუბიოს. ამიტომ მისი დადანაშაულება იმაში, რომ ის ვიღაცის წარმომადგენელია ან ვიღაცის კარნახით მოქმედებს… დამერწმუნეთ, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც რუბიოა, ნამდვილად არანაირ გავლენას არ ექვემდებარება. თუ ის რამეს ამბობს, მისი პოზიცია სრულად არის შეთანხმებული ტრამპთან“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.