ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

სანქციები – ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ჩეჩელაშვილმა -იდან გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს მოსალოდნელ დასანქცირებაზე ინფორმაციის გამოჟონვით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი დროის რესურსი მისცა.

“ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე ინფორმაციის გამოჟონვით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აძლევს დამატებითი დროის რესურსს “ქართულ ოცნებასა” და მის საპატიო თავმჯდომარეს საიმისოდ, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც მოიმოქმედოს. ამას ხომ რაღაც მიზანი ჰქონდა? რომ არ ჰქონოდა, პირდაპირ გამოაცხადებდნენ სანქციებს. ვინ შეიძლება რამე მოიმოქმედოს – ან ბატონმა ივანიშვილმა თბილისში ან ირაკლი მ აშშ-ში. იმ ძალიან უხეში დიპლომატიური შეცდომის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დაუშვა აშშ-ის ელჩთან საუბრის დროს და ეს არ ეხება მხოლოდ შინაარსს, ეს ეხება ასევე ტონს, საერთოდ არ არის მიღებული ასეთი ტონით საუბარი დიპლომატიაში, მითუმეტეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული საერთოდ ის, თუ რამდენად მდგრადი სახელმწიფო ჩამოყალიბდება. თუ ბატონ ირაკლის რაღაც იმედი აქვს ან დავალება აქვს მიღებული, რომ ვიღაცას შეხვდეს, ამის შესაძლებლობები, მგონი, ნიუ-იორკში მას არ მიეცემა, თუმცა ბაიდენისთვის ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა ექნება, რადგან მონაწილეობას მიიღებს იმ მიღებაში, რომელსაც, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის მართავს ხოლმე.

სანქციები – ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარით.

დავაკვირდეთ, როგორი მოთმინებით ეპყრობოდა აშშ-ის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” ამ მანევრებს. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენჯერმე სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდა, გზავნილები იყო, რომ ნუ აკეთებთ ამას, ეს კანონი არის რუსული, ნუ გადაუხვევთ დემოკრატიას და ა.შ. და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ ბატონი კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში სასაუბროდ და მან უარი განაცხადა იქ ჩასვლაზე. ახლა გამოდის, რომ მას უნდა შეხვედრა, მაგრამ მასთან შეხვედრა უკვე აღარავის უნდა – ეს შესაძლებლობა დაიკარგა.

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი იყვნენ აქ ჩამოსულები – “რესპუბლიკელი” და “დემოკრატი” სენატორი და კონგრესმენი, მოითხოვეს შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და მან უარი განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ნანობს ამას, რადგან დღეს, აშკარაა, რომ ეძებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს აშშ-სთან და ეს უჭირს.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და, მათ შორის, დამოკიდებულება მეგობრებისა და საერთოდ, ნებისმიერი აქტორის მიმართ, დაფუძნებულია ფასეულობებსა და თანამშრომლობის პრინციპებზე და როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გადაუხვია ამ ფასეულობებსა და პრინციპებს, ეს ძალიან თანმიმდევრული გზავნილები ამერიკიდან მიიღეს, ყურად არ იღეს და ამის შედეგად ჯერ გამოცხადდა სავიზო სანქციები ხუთი მოსამართლის მიმართ, შემდეგ კიდევ ფარცხალაძის მიმართ, შემდეგ კიდევ სანქციები ოთხი პიროვნების მიმართ და დამატებით 60 პირის მიმართ. ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება, ეს არის კარგად აწყობილი პოლიტიკის გამოვლინება და ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს.

ამერიკელები კიდევ უფრო ნათელ გზავნილს გვიგზავნიან ჩვენ, ქართველებს და გვეუბნებიან, რომ ის რიტორიკა, რომელსაც მიმართავს “ქართული ოცნება” და ხალხს ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდება, ეს ასე ვერ მოხდება”, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ