ვალერი მელაძის მამა გარდაიცვალა

ვა­ლე­რი მე­ლა­ძის მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.
მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი ყა­ზა­ხე­თის მიერ მე­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ. თუმ­ცა მომ­ღერლ­მა ჩა­წე­რა ვი­დეო, სა­დაც მომ­ხდა­რი პი­რა­დი ტრა­გე­დი­ით ახ­სნა. მისი თქმით, კონ­ცერ­ტე­ბი არ გა­უქ­მე­ბუ­ლა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს უთხრა, რომ ას­ტა­ნა­სა და ალ­მათ­ში მათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეხ­ვდე­ბა. ყვე­ლა კონ­ცერ­ტი თე­ბერ­ვლის­თვის გა­და­ი­დო.
ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­სტან­ტი­ნე და ვა­ლე­რი მე­ლა­ძე­ე­ბის მამა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ შოთა მე­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ დამ­ძიმ­და. კაცი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ მა­შინ­ვე შე­წყვი­ტა სა­კონ­ცერ­ტო ტური, რათა მა­მას­თან ყო­ფი­ლი­ყო.
20 იან­ვარს დი­ლით მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ლა­ძის მამა აა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.