რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი” ჩამოაგდეს Patriot სისტემების მეშვეობით. ეს რეკორდია. რაკეტები მიზანს რომ მოხვედროდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მადლობა პარტნიორებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ მტერი ამაზე გაჩერდება. ამიტომ მეტი სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა გვჭირდება,” – წერს ზალუჟნი.