უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის გაერთიანებულ სამეფოში საკუთარი უფლებამოსილებები გააცნეს და მან უკრაინის ელჩად მსახურება ოფიციალურად დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ზალუჟნიმ საკუთარ ტელეგრამ გვერდზე დაწერა.
ზალუჟნის თქმით, მან რწმუნებათა სიგელები ვიქტორია ბასბის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის ვიცე-მარშალს და პროტოკოლის ხელმძღვანელს გადასცა და უკრაინის ელჩის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
“რუს აგრესორთან ომში უკრაინის გამარჯვება ჩემი და საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტად რჩება”. – თქვა ზალუჟნიმ.
უკრაინის საელჩოს დიდ ბრიტანეთში ხელმძღვანელი 2023 წლის ზაფხულიდან არ ჰყავდა.
2023 წლამდე უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო იყო, რომელიც ზელენსკიმ 2020 წლის 20 ივლისს დანიშნა. ის თანამდებობიდან 2023 წლის 21 ივლისს დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინის პრეზიდენტის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასმა განაცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებული სარკასტული კომენტარი გააკრიტიკა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა თქვა, რომ ხალხს სჭირდებოდა უკრაინისგან დაენახა მეტი მადლიერება იმ მასშტაბური დახმარებებისთვის, რაც უკრაინამ მოკავშირეებისგან მიიღო ვილნიუსის სამიტზე. უოლასმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთი არ არის Amazon-ის იარაღის მიწოდების სერვისი უკრაინისთვის.
“როგორ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მადლიერება? ჩვენ შეგვიძლია გავიღვიძოთ ყოველ დილას და მადლობა გადავუხადოთ მინისტრს. მომწეროს და მითხრას, როგორ გადავუხადო მადლობა” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვადიმ პრისტაიკომ კი ზელენსკის პასუხი სარკაზმად შეაფასა.
რუსეთ-უკრაინის ომის დროს პრისტაიკო საკვანძო ფიგურა იყო უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში.