“ვალენტინობისთვის წინასწარი შეკვეთები 30%-ით გაიზარდა” – Lovely Roses

ყვავილების მაღაზია Lovely Roses-ის დამფუძნებლის ლალი სიჭინავას თქმით, ვალენტინობისთვის წინასწარი შეკვეთები წელს საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, გასულ წელს მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ხარისხის შესანარჩუნებლად ზოგიერთი მომხმარებლისთვის უარის თქმა მოუწიათ, წელს კი ამ კუთხით უფრო მომზადებული ხვდებიან.
“წელს, ვალენტინობისთვის წინასწარი შეკვეთები დაახლოებით 30% -ით გაიზარდა. მას შემდეგ, რაც საიტი განვაახლეთ, მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდა შეკვეთების გაფორმება ელექტრონულად მაღაზია Lovely Roses-თან. შარშან, 14 თებერვალს, ზოგიერთი ჩვენი მომხმარებლისთვის უარის თქმა მოგვიწია შეკვეთის გაფორმებაზე, რადგან პრიორიტეტში ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც წინასწარი შეკვეთები ჰქონდათ მოცემული. შესაბამისად არ გვსურდა შეცდომის დაშვება, ან მომსახურების ხარისხის გაფუჭება. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წინასწარი შეკვეთების ბიუჯეტი წელს საგრძნობლად გავზარდეთ, განსაკუთრებით წითელი ვარდების თაიგულებსა და დიდ კალათებზე.
თებერვლის თვის მეორე ნახევარში, ვალენტინობის დროს ყვავილების მაღაზიების უმეტესობა ფასებს ზრდის იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში დიდი მოთხოვნის გამო მომწოდებლების ფასები მუდმივად იზრდება. წელს, განსაკუთრებით გაიზარდა ჰოლანდიური ყვავილების ფასები – ზოგი პოზიციები 3-ჯერ უფრო ძვირი გახდა, თუმცა ჩვენ ფასებს მაინც არ ვზრდით”, – ამბობს მაღაზიის დამფუძნებელი.
ყვავილების მაღაზიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წელს ვალენტინობისთვის სპეციალურად შექმნილი ყვავილების კომპოზიცია იქნება შეთავაზებაში, რომელიც 12, 13 თებერვალს ონლაინ მაღაზიას დაემატება. ვალენტინობისთვის შექმნილი კომპოზიციის შეძენა 120 ლარიდან იქნება შესაძლებელი.