ვალენტინა მატვიენკო – თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ

თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ ჩვენ ახლაც მზად ვართ, – ამის შესახებ ს პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მატვიენკოს თქმით, რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, თუნდაც პარლამენტების დონეზე, თუ ქართველები რუსებთან მიმართებით “მეგობრულები” დარჩებიან.
“თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ.
ჯერ კონტაქტები არაა, გასაგებია, ჩვენს გამო არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ბევრის გადააზრება ხდება. საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო იქნება და, რა თქმა უნდა, ისინი გაარკვევენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი ვითარებაა, აი რუსეთში, ჩვენ როგორც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა, ასევე დაგვრჩა. ქართველი ხალხი ახლოა ჩვენთვის, ჩვენთვის მეგობრულია. ვნახავთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია”, – განაცხად მატვიენკომ.
მისი თქმით, დასავლეთი საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს “ნაცნობი სცენარების, ინსტრუმენტების გამოყენებით.”

ასევე დაგაინტერესებთ