“ვალენსია” მამარდაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყიდის” – AS-ი დეტალებზე წერს

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილზე წერს. მოგეხსენებათ, ქართველი კარის დარაჯი ევრო 2024-ზე ბრწყინვალედ გაისარჯა და ის არაერთ ევროპულ გრანდსაც დაუკავშირეს.
გამოცემის ინფორმაციით, “ღამურებითვის” “მამარდას” გასხვისება პრიორიტეტული ვარიანტი სულაც არ არის.
“სანამ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, მამარდაშვილი ისვენებს, გიორგი გუნდს 28 ივლისს შეუერთდება. “ღამურების” მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა მას გაშლილი ხელებით ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ “ვალენსიამ” სტოლე დიმიტრიევსკის სახით მაღალი დონის მეკარე დაიმატა.
ისევე როგორც გასულ წლებში, “ღამურები” მამარდაშვილის გაყიდვას არ ჩქარობენ. “ვალენსია” გიორგის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ
მისი მსურველი კლუბი 40 მილიონ ევროს გადაიხდის”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მამარდაშვილს “ვალენსიასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.