“ვალენსია” კაცნალულ “ვილიარეალთან” ფრეს დასჯერდა – მამარდაშვილის შეფასებები

ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსია“ სახლში „ვილიარეალს“ დაუზავდა – 1:1.
მასპინძლები დურომ დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პერესმა ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა გუიემ და სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ. „ღამურები“ შტურმზე გადავიდნენ, რიოხამ ბურთი ძელს გაარტყა, კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ 1:1.
„მასპინძელთა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.6, sofascore. 6.5, whoscored 5.9.
„ვალენსიამ“ სამი წაგების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 1 ქულით აუტსაიდერია და 15 სექტემბერს მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – ვილიარეალი 1:1
გოლები: 1:0 დურო (24), 1:1 პერესი (45+3)
გაძევება: გუიე (68)