“ვალენსია” “ატლეტიკოსთან” დამარცხდა – მამარდაშვილს სამი გოლი გაუტანეს

ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“, რომლის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირტესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, პირისპირ გასულ სიორლოტს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, 39-ე წუთზე კი ქართველთან ერთი ერთზე უკვე გალაჰერი გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა იერიშები მეორე ტაიმში გააგრძელეს და გრიზმანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა „ღამურების“ კარი. კომპენსირებულ დროში გიორგიმ რიკელმეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ალვარესმა დაასწრო.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 5.7,whoscored 5.4.
„ვალენსია“ 1 ქულით აუტსაიდერია და 21 სექტემბერს „ჟირონას“
უმასპინძლებს.
ატლეტიკო – ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გალაჰერი (39), 2:0 გრიზმანი (55), 3:0 ალვარესი (90+4)