Relevo-ს ცნობით, “ვალენსიას” 49 წლის მწვრთნელი რუბენ ბარახა შეიძლება მალე სამუშაოდან დაითხოვონ.
ბარახას საკითხზე “ვალენსიას” დირექტორთა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე იმსჯელა და საბოლოო სიტყვა კლუბის პრეზიდენტმა უნდა თქვას. ბევრი რამ მომავალი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
კლუბს ჯერ არცერთ სპეციალისტთან არ დაუწყია მოლაპარაკებები, მაგრამ სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავს.
“ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა და 14 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება. “ღამურებს” ტრავმირებული მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვერ დაეხმარება.